დინკა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დინკა (საკ. სახელი ჯენგი) — სამხრეთ სუდანში, თეთრი ნილოსის ორივე ნაპირზე და მდინარე ბაჰრ-ელ-ჯებელის აუზში მცხოვრები ხალხი. საუბრობენ დინკა ენაზე, რომელიც განეკუთვნება ნილოტური ენების ჩრდილო-დასავლეთ ჯგუფს. რაოდენობა დაახლ. 3 მლნ. ნაწილი აღიარებს ისლამს, უმრავლესობა ქრისტიანია (კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, ანგლიკანიზმი).
დინკას ცნობილი წარმომადგენლები [რედაქტირება]
- ჯონ გარანგი - სამხრეთ სუდანის პირველი პრეზიდენტი
- სალვა კიირი - დამოუკიდებელი სამხრეთ სუდანის პირველი პრეზიდენტი
- ალეკ ბეკი - სუპერმოდელი
- ლუოლ დენგი - კალათბურთელი
- მანუტე ბოლი - კალათბურთელი
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 558, თბ., 1978 წელი.