იჰარა საიკაკუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან საიკაკუ იჰარა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იჰარა საიკაკუ (ნამდვილი სახელი ჰირაიამა ტოგო) (დ. 1642 ― გ. 9 სექტემბერი, 1693) ― იაპონელი მწერალი.

წერდა ჰაიკუს ჟანრის სახუმარო ლექსებს. სათავე დაუდო ქალაქური ნოველის ჟანრს - „მოთხრობები წუთისოფელზე“. მისი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებია რომანები „მარტოხელა კაცის სასიყვარულო თავგადასავლები“ (1682), „მარტოხელა ქალის სასიყვარულო თავგადასავლები“, მოთხრობათა კრებული „სიყვარულში გადავარდნილი ხუთი ქალი“ (ორივე 1686). იჰარა ამხელდა იაპონურ ადათ-წესების სისასტიკეს, კანონის სიმკაცრეს. ბოლო წლების თხზულებებში, ნაწილობრივ, სახელგანთქმულ კრებულში „იაპონიის საუკუნო საუნჯე“ (1688) იჰარა დაინტერესებულია მოქალაქეთა ეკონომიური და სოციალური ცხოვრებითაც. წერდა ცოცხალ სალაპარაკო ენაზე. საფუძველი ჩაუყარა ახალ სტილს იაპონურ ლიტერატურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 290, თბ., 1980