ჰაიკუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსა ბუსონის საფლავი

ჰაიკუ (იაპონ. 俳句 მოსმენა ) — ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე, კლასიკური პოეტური ფორმა. ტერმინი ხმარებაში შემოიღო XIX საუკუნის იაპონელმა პოეტმა, მასაოკა შიკიმ , თუმცა ჰაიკუს მამამთავრად ითვლება , მაცუო ბასიო, XVII საუკუნის იაპონელი პოეტი. ეს არის უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა. ტრადიციულად ჰაიკუ შედგება სამი ტაეპისაგან, ანუ ერთი ტერცეტისგან, რომელიც მთლიანობაში 17 მარცვალს შეიცავს. პირველი და მესამე ტაეპი 5 მარცვლიანია, მეორე კი - 7 მარცვლიანი. გარდა ამისა აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ერთ კიგოს (წელიწადის დროის სახელი), ან ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს (მაგალითად, ახალი წელი, ატმის ყვავილობა და ა.შ.), თუმცა კიგოს წარმოქმნის ასევე "სავსე მთვარის" ხსენებაც. ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის "მე". თუმცა გამორიცხული არაა იუმორი, ტროპები, მაგრამ ეს ყველაფერი თავშეკავებულად უნდა იქნას გამოყენებული. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს, სასურველია ხმამაღლა. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. მან კი არ უნდა აღწეროს რაიმე, არამედ მკითხველის ფანტაზია აამოძრაოს და გამოიწვიოს მასში გარკვეული სურათი. ჰაიკუს წესების დარღვევა ძალიან ხშირია კლასიკოს მწერლებთანაც კი. თუმცა მთავარი მოთხოვნა არის ე.წ. "ჰაიკუს სულის" შენარჩუნება, რაც ნანახის, განცდილის, უბრალო მომენტების გამოთქმაში მდგომარეობს. ზოგადი სახით ყოველთვის შენარჩუნებულია ტაეპების სტრუქტურა (გრძელი-მოკლე-გრძელი) . არსებობს ჰაიკუს მრავალი სკოლა და ტენდენცია: ქალაქური ჰაიკუ, ანგაჟირებული ჰაიკუ და ა.შ.

ჰაიკუს იაპონელი ოსტატები[რედაქტირება]

არაიაპონელი პოეტები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰაიკუ&oldid=2361932“-დან