საბის სამეფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბა, სავა ან შება (არაბ سبأ, ებრ. שבא) — ძველი სახელმწიფო, რომელმაც ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოდან ახ. წ. III საუკუნემდე იარსება არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე იემენის ტერიტორიაზე. (თუმცა ისტორიული საწყისი ეთიოპიაში ჰქონდა).

პერიოდიზაცია[რედაქტირება]

საბას სამეფოს ისტორია სამ ძირითად ეტაპად იყოფა:

  • მუქარიბების პერიოდი:(დაახლოებით ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარი).
  • საბის მეფეების პერიოდი(დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი).
  • საბის მეფეებისა და ზუ-რაიდანის პერიოდი (I ს. ძვ. წ. — III ს. ახ. წ.)[1].

სამეფოს აყვავება ძვ.წ. 900-450 წწ. მოდის. სამეფოს წარმოქმნის პირველ ხანებში საბა სავაჭრო პუნქტის ფუქნციას ასრულებდა: საბაში საქონელი ჰადრამაუტიდან შეჰქონდათ, აქედან კი შუამდინარეთში, სირიასა და ეგვიპტეში გადაჰქონდათ. (ის.60:6; იო.6:19). გარდა სატრანზიტო დერეფნიდან მიღებული სარგებლისა, საბა ადგილობრივ ინანთეულსაც ამზადებდა და უცხოეთში გაჰქონდა, რაც არანაკლებ სარფიანი იყო. (იერ.6:20; ფს.71:10).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]