ჰიმიარიტების სამეფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიმიარიტების სამეფო

ჰიმიარიტების სამეფო — ძველი სახელმწიფო სამხრეთ არაბეთში. დღევანდელი იემენის ტერიტორიაზე. შეიქმნა ძვ. წ. II საუკუნეში. ამავე პერიოდში ჰიმიარიტებმა დაიპყრეს სამხრეთ არაბეთის სანაპიროს საზღვაო სავაჭრო პუნქტები, დაიმორჩილეს აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროსა და საბის ტერიტორიის დიდი ნაწილი, სადაც დაარსეს დედაქალაქი ზაფარი. ჰიმიარიტების სამეფოს მმართველის ტიტული იყო „მეფე საბისა და მფლობელი რაინდისა“ (სამეფო რეზიდენცია და ციხესიმაგრე). II საუკუნის ბოლოს საბის, აქსუმისა და ჰადრამავთის გაერთიანებულმა ძალებმა დაამარცხეს ჰიმიარიტების სამეფოს ლაშქარი და იგი საბას დაუმორჩილეს. ახ. წ. IV საუკუნის დასაწყისში ჰიმიარიტების სამეფო კვლავ მომძლავრდა - მას ემორჩილებოდა თითქმის მთელი სამხრეთი არაბეთი (იემენი). VI საუკუნის დასაწყისში ჰიმიარიტების სამეფო დაიპყრეს ეთიოპებმა, 70-იან წლებში - სასანიანებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]