საბა (სახელმწიფო)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
საბა, სავა ან შება (არაბ سبأ, ებრ. שבא) — ძველი სახელმწიფო, რომელმაც ძვ.წ. 2-ე ათასწლეულის ბოლოდან ახ.წ. III საუკუნემდე იარსება არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე იემენის ტერიტორიაზე. (თუმცა ისტორიული საწყისი ეთიოპიაში ჰქონდა).
პერიოდიზაცია [რედაქტირება]
საბას სამეფოს ისტორია სამ ძირითად ეტაპად იყოფა:
- მუქარიბების პერიოდი:(დაახლოებით ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევარი).
- საბის მეფეების პერიოდი(დაახლოებით ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარი).
- საბის მეფეებისა და ზუ-რაიდანის პერიოდი (I ს. ძვ.წ. — III ს. ახ. წ.)[1].
სამეფოს აყვავება ძვ.წ. 900-450 წწ. მოდის. სამეფოს წარმოქმნის პირველ ხანებში საბა სავაჭრო პუნქტის ფუქნციას ასრულებდა: საბაში საქონელი ჰადრამაუტიდან შეჰქონდათ, აქედან კი შუამდინარეთში, სირიასა და ეგვიპტეში გადაჰქონდათ. (ის.60:6; იო.6:19). გარდა სატრანზიტო დერეფნიდან მიღებული სარგებლისა, საბა ადგილობრივ ინანთეულსაც ამზადებდა და უცხოეთში გაჰქონდა, რაც არანაკლებ სარფიანი იყო. (იერ.6:20; ფს.71:10).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- "Queen of Sheba mystifies at the Bowers" – UC Irvine news article on Queen of Sheba exhibit at the Bowers Museum
- "A Dam at Marib" from the 'Saudi Aramco World' online – March/April 1978
- საბის დედოფლის ტაძარი აღდგენილია (2000, BBC)