რქიანი გუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რქიანი გუანი

რქიანი გუანი სენტ-ლუისის ზოოპარკში, აშშ
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქათმისნაირნი
ოჯახი:  კრაქსისებრნი
ქვეოჯახი:  Oreophasinae
გვარი:  Oreophasis
სახეობა:  O. derbianus
ლათინური სახელი
Oreophasis derbianus
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 22678453

რქიანი გუანი (Oreophasis derbianus) — დიდი, დაახლოებით 85 სმ სიგრძის ინდაურის მსგავსი ფრინველი. ტანის ზედა ნაწილზე დაფარულია პრიალა შავი ბუმბულით, აქვს წითელი ფეხები და თავლის თეთრი ირისი, ყვითელი ნისკარტი და წითელი რქა თავზე. გულმკერდი და მუცლის ზედა ნაწილი თეთრია, აქვს გრძელი, შავბუმბულიანი კუდი, რომელსაც დასაწყისში თეთრი ზოლი აქვს. ორივე სქესი მსგავსია. ზრდასრულობამდე რქა პატარა აქვთ, კუდი და ბუმბულები კი ყავისფერი.

რქიანი გუანი Oreophasis-ის გვარის ერთადერთი წარმომადგენელია და ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკისა (ჩიაპასის ჩტატი) და გვატემალის ტენიან, მთის ტყეებში. აღმოჩენილია ზღვის დონიდან 3 350 მეტრზე მაღლაც. იკვებება ძირითადად ხილით, მწვანე ფოთლებითა და უხერხემლოებით. დედალი როგორც წესი, ორ კვერცხს დებს.

რქიანი გუანი არ არის ნამდვილი გუანი, თუმცა ამ ფრინველს წააგავს ზოგადი მოყვანილობითა და ფერით, რქით კი ის უფრო ჩაფხუტიან კრაქსს წააგავს. სხვათა შორის, ეს სახეობა ერთადერთი გადარჩენილი წარმომადგენელია კრაქსისებრთა უძველესი ხაზისა, რომელიც ოჯახის სხვა ყველა წევრისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა მინუმუმ 20, შესაძლოა 40 მილიონი წლის განმავლობაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ახლო ნათესაობრივი კავშირი არ აქვს ამჟამად არსებულ კრაქსისებრებთან, მისი ყველაზე შორეული ნათესავი მაინც ნამდვილი გუანი ჩანს. იმის გათვალისწინებით, რომ კრაქსისებრებთა შორის ბაზალური კავშირი ბოლომდე გარკვეული არაა, რქიან გუანს ხშირად ათავსებენ განსხვავებულ ქვეოჯახში, რომელსაც Oreophasinae ეწოდება.

იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მისი საცხოვრებელი ტერიტორიების განადგურება, არის საკმაოდ პატარა პოპულაცია და ხშირად ხდება მასზე ნადირობა — რქიანი გუანი შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის საფრთხეში მყოფი სახეობების წითელ სიაში.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]