კრაქსისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კრაქსისებრნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Cracidae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
კრაქსისებრნი, გოკო (Cracidae), ფრინველების ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. ტანად დიდი და საშუალო ფრინველებია, სხეულის სიგრძეა 20-40 სმ. ოჯახში 44 სახეობაა. გავრცელებულია ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში, მექსიკიდან ჩრდილოეთ არგენტინამდე. დებენ 2-3 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 22-29 დღემდე. კრაქსისებრნი იკვებებიან მწერებით და მცენარეთა ნაყოფით. აღსანიშნავია დიდი კრაქსი (Crax rubra), ქოჩორა კრაქსი (Crax alector) და პენელოპე (Penelope purpurascens). სანადირო ობიექტია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კუტუბიძე მ., ქსე, ტ. 6, გვ. 20, თბ., 1983
სტატიის