რუსული ზუთხი
რუსული ზუთხი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Acipenser gueldenstaedtii (von Brandt & Ratzeburg, 1833) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 232 | |||||||||||||||
|
რუსული ზუთხი (ლათ. Acipenser gueldenstaedtii) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. ქმნის გამსვლელ და ცოცხალ ფორმებს. გვხვდება კასპიის, შავ და აზოვის ზღვებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 8-30 წლისა. მისი სხეულის სიგრძე 2,3 მეტრამდეა, საშუალო წონა 15-25 კგ, ზოგიერთი ეგზემპლარი 80 კგ-ს იწონის. იკვებება უხერხემლოებით, მოლუსკებით, თევზებით.
ტოფობის მთავარი მდინარეა ვოლგა და მისი შენაკადები. XVIII საუკუნეში იჭერდნენ მოსკოვშიც. წარმოდგენილი იყო მდინარე ურალში (ორენბურგამდე), დნეპრში (მოგილიოვამდე), დონში (ზადონსკამდე), ყუბანში (მდ. ლაბის შესართავამდე) და მათ დიდ შენეკადებში. დღეს არეალი შემცირებულია ჰიდროელექტროსადგურთა კაშხლების გამო (მაგ., ვოლგოგრადის ჰესის აშენებამ სახეობას წაართვა ტოფობის ადგილების დაახლ. 80%). რაოდენობა ნარჩუნდება ხელოვნური კვლავწარმოების ხარჯზე.[1]
შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რუსული ზუთხი დაარქივებული 2017-08-24 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Решетников Ю. С. Осетры // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 527.
- ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021