რონალდ ფრენსის აბლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რონალდ ფრენსის აბლერი
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1939(1939-05-30)[1] (84 წლის)
დაბ. ადგილი მილუოკი, უისკონსინი, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მინესოტის უნივერსიტეტი
ჯილდოები AAAS-ის წევრი, ვიქტორიას მედალი, სემიუელ ფინლი ბრიზ მორზეს სახელობის მედალი და IGU Lauréat d’Honneur[2]

რონალდ ფრენსის აბლერი (ინგლ. Ronald Francis Abler; დ. 30 მაისი 1939, მილუოკი, უისკონსინი, აშშ) — ამერიკელი გეოგრაფი. 1985-86 წლებში იყო ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2008-12 წლებში საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. იყო გეოგრაფიაში სივრცითი ორგანიზაციის ტრადიციის მთავარი ტექსტის თანაავტორი (1971) და აშშ-ის მუნიციპალური რაიონების შედარებითი ატლასის რედაქტორი (1976). ეროვნული სამეცნიერო ფონდის გეოგრაფიისა და რეგიონული მეცნიერების პროგრამის დირექტორი (1984-88) და 1990 წლიდან ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მრავალრიცხოვანი სტატიებისა და წიგნების ავტორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Library of Congress Library of Congress Name Authority File
  2. https://igu-online.org/igu-awards-four-laureats-dhonneur-at-quebec-conference/