რიკარდო კოჩანტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიკარდო კოჩანტე

რიკარდო კოჩანტე (დაიბადა 1946 წლის 20 თებერვალს) არის იტალიურ-ფრანგული წარმოშობის მომღერალი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი. იგი წერს იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, მისი ზოგიერთი სიმღერა კი ამ სამივე ენაზეა შექმნილი.

ცხოვრება[რედაქტირება]

კოჩანტე დაიბადა სიაგონში, ფრანგულ ინდოჩინეთში, დღევანდელ ხოშიმინში (ვიეტნამი). მამამისი იყო იტალიელი, დედა კი-ფრანგი. 11 წლისა იგი ჩავიდა რომში და სასწავლებლად შევიდა სკოლაში. რომშივე დაიწყო მუსიკალური კარიერის შექმნა, 1972 წლისთვის კი პოპულარობასაც მიაღწია. იგი აგრეთვე ცხოვრობდა შეერთებულ შტატებსა და ირლანდიაში. 1976 წელს კოჩანტემ ჩაწერა სიმღერა ბიტლზის ალბომისთვის

1991 წელს მან გაიმარჯვა სან-რემოს ფესტივალში სიმღერით "Se stiamo insieme". 1997 წლის შობას კი ლეგენდარულმა ესპანელმა ტენორმა და მისმა მეგობარმა პლასიდო დომინგომ მიიწვია თავის ყოველწლიურ კონცერტზე "შობა ვენაში", სარა ბრაიტმანთან და ჰელმუთ ლოტისთან ერთად.

2008 წლისათვის კოჩანტე იყო ავტორი სამი მიუზიკლისა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი იყო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

  • Mu (1972)
  • Poesia (1973)
  • Anima (1974)
  • L'alba (1975)
  • Concerto per Margherita (1976)
  • Riccardo Cocciante (1978)
  • ...E io canto (1979)
  • Cervo a primavera (1980)
  • Q Concert (1981)
  • Cocciante (1982)
  • Sincerità (1983)
  • Il mare dei papaveri (1985)
  • Quando si vuole bene (1986)
  • La grande avventura (1988)
  • Viva! (1988)
  • Cocciante (also known as Se stiamo insieme; 1991)
  • Eventi e mutamenti (1993)
  • Il mio nome è Riccardo (1994)
  • Un uomo felice (1994)
  • Innamorato (1997)
  • Istantanea (1998)
  • Notre-dame de Paris live Arena di Verona (2002)
  • Songs (2005)

მიუზიკლები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]