რენე მიდის ჰოლივუდში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რენე მიდის ჰოლივუდში“
ჟანრი სიურრეალიზმი
დამდგმელი რეჟისორი ალეკო ცაბაძე
პროდიუსერი ლევან კორინთელი, არჩილ გელოვანი
სცენარის ავტორი ალეკო ცაბაძე
როლებში ნიკა თავაძე
ოპერატორი მინდია ესაძე
მხატვარი გოგი მიქელაძე
სტუდია დამოუკიდებელი კინოპროექტი
გამოსვლის თარიღი 2010
ხანგრძლივობა 101 წუთი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

რენე მიდის ჰოლივუდშიალეკო ცაბაძის 2010 წელს გადაღებული სიურრეალისტური ფილმი. მთავარ როლს ასრულებს ნიკა თავაძე.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

37 წლის რენე დადიანი სტუდენტებს კინოს გადაღებას ასწავლის და თავადაც იღებს ფილმს. ამავდროულად რენე ბუნებრივი აირის ბალონების დისტრიბუტორად მუშაობს, რადგან სურს, ყველაფერი გამოსცადოს ცხოვრებაში. ფილმის დასაწყისში რენე ფსიქოანალიტიკოსს სტუმრობს კითხვით: როგორ გაიმდიდროს წარმოსახვის უნარი? ექიმი მას ურჩევს, დაივიწყოს რეალობა და ფიქრი სასურველისკენ მიმართოს. რენეს ბალონის მიტანა ქალაქის უბან "ნალექებში" უხდება, სადაც საზოგადოების „ნალექი“ ფენა, იაჰუები ცხოვრობს. მათი ცხოვრების წესი რენეში ზიზღს იწვევს. მას საზოგადოების გაჯანსაღების იდეა უჩნდება და იაჰუების ერთ-ერთ ლიდერს, ვაცას კლავს. იაჰუებშივე გაიცნობს რენე პატარა ბიჭს, ტუბერკულოზით დაავადებულ უჩას, რომელსაც დაუმეგობრდება და მასზე ზრუნვას იწყებს.

რენე დადიანი ფილმის მსვლელობისას ექიმის თეორიის განხორციელებას იწყებს. ის თანდათან ეფლობა საკუთარ ფანტაზიებში და სულ უფრო იშლება ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინოფილმების მონაცემთა ინტერნეტ-ბაზის (IMDb) 61 მომხმარებლის შეფასებით ფილმმა მიიღო საშუალო 5.5 ქულა მაქსიმალური 10-დან. ფილმის შესახებ რეცენზიები დაიბეჭდა ქართულ პრესაში. აღინიშნა მსახიობების კარგი თამაში და გამართული ტექნიკური მხარე (გადაღება, ფერები და ა.შ.). ფილმი გააკრიტიკა გაზეთმა „პრაიმტაიმმა“, რომელმაც თავადური წარმომავლობისა და ილია ჭავჭავაძესთან სულიერი კავშირის მქონე რენე დადიანის მიერ ერთ-ერთი იაჰუს მკვლელობა და იაჰუებისადმი მტრული დამოკიდებულება ქსენოფობიასა და შოვინიზმის შეადარა.[1]. ჟურნალმა „ტაბულამ“ ფილმი დადებითად შეაფასა და მას მიანიჭა 4 ქულა შესაძლო 5-დან, ხაზი გაუსვა რა ფილმში გამოყენებულ ალეგორიებს, სიურრეალისტურ კადრებსა და პარალელებს.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]