რენატ დადაშოვი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Renat Oleq oğlu Dadaşov | ||
დაბადების თარიღი | 17 მაისი, 1999 | ||
დაბადების ადგილი | რიუდესხაიმ-ამ-რეინი, გერმანია | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კეშლა | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
TSV ბლეიდენსტადტი | |||
SV ვევენ ვეისბადენი | |||
2013 - 2014 | აინტრახტი ფრანკფურტი | ||
2014 - 2017 | ლაიფციგი | ||
2017 - 2018 | აინტრახტი ფრანკფურტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2018-2019 | ესტორილ პრაია | 22 | (4) |
2019 - | ვულვერჰამპტონ ვალდერერსი | 0 | (0) |
2019 - | პასუშ დე ფირეირა | 4 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001 - 2004 | აზერბაიჯანის 16-წლამდელთა | 4 | (1) |
2008 - | გერმანიის 16 წლამდელთა | 6 | (4) |
2001 - 2004 | გერმანიის 17 წლამდელთა | 15 | (13) |
2001 - 2004 | აზერბაიჯანის 21-წლამდელთა | 4 | (2) |
2001 - 2004 | აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები | 3 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რენატ დადაშოვი (აზერ. Renat Oleq oğlu Dadaşov, გამოითქმის [re̞ˈnɑ̝t̪ o̞ˈle̞k o̞ˈɣɫu d̪ɑ̝ˈd̪ɑ̝ʃo̞f]; დ. 17 მაისი, 1999, რიუდესხაიმ-ამ-რეინი, გერმანია) — აზერბაიჯანელი, პოზიციით თავდამსხმელი, ფეხბურთელი. იგი ამჟამად თამაშობს პაკოს დე ფერეირასა (ვოლვერჰამპტონ ვანდერერსიდან იჯარით გადმოსული) და აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.
ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რენატ დადაშოვი დაიბადა 1999 წლის 17 მაისს, არიუდესხაიმ-ამ-რეინში, გერმანიაში, აზერბაიჯანელ ოჯახში.[1][2] (მისი ოჯახი ლეზგი იყო).[3][4][5][6][7] მისი მშობლები გერმანიაში საცხოვრებლად ბაქოდან (აზერბაიჯანიდან) გადავიდნენ. მისი მამა ოლეგი ახალგაზრდობის პერიოდში თამაშობდა აზერბაიჯანის წყალბურთის ნაკრებში. მას ჰყავს უფროსი ძმა რუფად დადაშოვი, რომელიც აგრეთვე ფეხბურთს თამაშობს (პოზიციით თავდამსხმელია); მის ძმას აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ნათამაშებ 16 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.[8]
ადრეული წლების პერიოდში იგი თამაშობდა შემდეგი კლუბების საფეხბურთო აკადემიებში: SV ვევენ ვეისბადენი, აინტრახტი ფრანკფურტი და RB ლაიფციგი.
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აინტრაქტი ფრანკფურტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2017 წლის 19 მაისს, რენატ დადაშოვმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ბუნდესლიგის გუნდ აინტრახტი ფრანკფურტისთან.[9] მან 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში, აინტრახტი ფრანკფურტის 19-წლამდელთა გუნდში 22 თამაში ჩაატარა საიდანაც 14 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.[10]
ესტორილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2018 წლის 11 იანვარს, დადაშოვმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბ ესტორილთან.[11]
მისი დებიუტი „ლიგაპრო“-ში 2018 წლის 11 აგვისტოს შედგა, სადაც პროტო B-ს წინააღმდეგ ესტორილმა 4:0 გაიმარჯვა.[12] ამავე გუნდის მაისურით დადაშოვმა პირველი გოლი 2018 წლის 18 აგვისტოს, ბრაგა B-სთან ანგარიშით 1:0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.[13]
ვულვერჰამპტონ ვანდერერსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019 წლის 6 აგვისტოს მან ვულვერჰამპტონ ვანდერერსთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[14][15][16]
პასუშ დე ფირეირა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019 წლის 6 აგვისტოს, დასუშ დე ფირეირამ, რომ დადაშოვთან მათ სეზონური კონტრაქტი გააფორმეს.[17][18] 2019 წლის 24 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი პაშუს დე ფერეირაში (პრიმერა ლიგაში), ბოავისტას წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში (შეხვედრა მოწინააღმდეგის სტადიონზე გაიმართა და ანგარიშით 1-1 დასრულდა).
საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2017 წლის დასაწყისში გამოცხადდა, რომ დადაშოვი აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებდა. მისი საერთაშორისო დებიუტი პროფესიონალურ დონეზე 5 სექტემბერს, 2018 წლის ფიფას მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შედგა.[19]
კარიერული სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | თამაში | გოლი |
2017 | 1 | 0 |
2018 | 0 | 0 |
2019 | 2 | 0 |
ტოტალი | 3 | 0 |
სტატისტიკა ასახავს 2019 წლის 11 ივნისამდე დაფიქსირებულ შედეგებს
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რენატ დადაშოვი — Soccerway
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Azerisport.com. „Ренат Дадашов: Не терпится сыграть за сборную Азербайджана“. ციტირების თარიღი: 2018-09-09.
- ↑ Ренат ДАДАШОВ: Я случайно поставил "лайк" под фотографией Пашиняна, о чем сильно жалею ru. ციტირების თარიღი: 2018-10-03
- ↑ Almaniya millisinin baş məşqçisi Dadaşov haqqında danışdı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-21. ციტირების თარიღი: 2019-10-18.
- ↑ Первый лезгин в немецкой Бундеслиге: Ренат Дадашов подписал контракт с «Айнтрахтом». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-21. ციტირების თარიღი: 2019-10-18.
- ↑ Вундеркинд лезгин получил 1 000 000 $ от Азербайджана
- ↑ Ренат Дадашов в десятке лучших на Чемпионате Европы по футболу среди юношей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-21. ციტირების თარიღი: 2019-10-18.
- ↑ Немцы недовольны буйным характером молодого лезгина
- ↑ Spieler-Portrait: Renat Dadashov, 16 Jahre (15 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2019.
- ↑ Profivertrag für Dadashov German. Eintracht Frankfurt (19 May 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2019.
- ↑ Renat Dadashov verlässt SGE Richtung Portugal German. Eintracht Frankfurt (11 June 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2019.
- ↑ Renat Dadashov arrives for the attack English. Estoril (11 June 2018).
- ↑ Estoril Praia 4 x FC Porto B 0 English. Estoril (11 August 2018).
- ↑ SC Braga B 0 x Estoril Praia 1 Portuguese. Estoril (18 August 2018).
- ↑ Dadashov moves to Molineux English. Wolverhampton Wanderers F.C. (6 August 2019).
- ↑ Wolves move a 'dream come true' for Dadashov English. Wolverhampton Wanderers F.C. (6 August 2019).
- ↑ Wolves sign Azerbaijan international striker Renat Dadashov (August 6, 2019). ციტირების თარიღი: August 6, 2019
- ↑ RENAT DADASHOV PARA O ATAQUE Portuguese. F.C. Paços de Ferreira (6 August 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2019.
- ↑ Dadasov signs for Wolves, and immediately goes on loan to Pacos de Ferreira (6 August 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 6 August 2019.
- ↑ UEFA.com. European Qualifiers - Azerbaijan-San Marino.