რეიკიანესბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
რეიკიანესბერი
Reykjanesbær
გერბი
60pxpxპქ

ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
კოორდინატები 64°00′04″ ჩ. გ. 22°33′07″ დ. გ. / 64.00111° ჩ. გ. 22.55194° დ. გ. / 64.00111; -22.55194
ქალაქის მერი აურნი სიგფუსსონი
ფართობი 145 კმ²
ოფიციალური ენა ისლანდიური ენა
მოსახლეობა 14 091 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+0
საფოსტო ინდექსი 230, 232, 233, 235, 260
ოფიციალური საიტი rnb.is
რეიკიანესბერი — ისლანდია
რეიკიანესბერი

რეიკიანესბერი (ისლ. Reykjanesbær) — ქალაქი და სათემო ისლანდიაში, მდებარეობს ისლანდიაში რეიკიანესის ნახევარკუნძულზე. სათემოს შემადგენლობაში შედის ქალაქი კებლავიკი და ნარდვიკი. რეიკიანესბერის თემი არის ყველაზე პატარა ფართობით და ერთეთი ყველაზე დიდი მოსახლეობის რაოდენობით. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 14.091 ადამიანს (2010), ხოლო ფართობი 145 კმ2.

დასახლებული პუნქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კებლავიკი და ნარდვიკი ადრე ერთმანეთისგან დაშორებით იყო, მაგრამ XX საუკუნის ბოლოსათვის, ისლანდიის ურბანიზაციის შედეგად, ქალაქები ისე გაიზარდა, რომ მათი ერთადერთი გამყოფი გახდა ქუჩა, რომლის ჩრდილოეთი ნაწილი ეკუთვნის კებლავიკს, ხოლო სამხრეთი — ნარდვიკს. კებლავიკის მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით შეადგენს 8169 ადამიანს, ხოლო ნარდვიკის მოსახლეობა იმავე წლის მონაცემებით — 4400 ადამიანს.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ კებლავიკიდან 3 კმ-ში მდებარეობს კებლავიკის საერთაშორისო აეროპორტი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიკიანესბერი არის ერთ-ერთი კულტურულად ყველაზე განვითარებული თემი ისლანდიაში. რეიკიანესბერში არის რამდენიმე მუზეუმი (მათ შორის «ვიკინგების სამყაროს» მუზეუმი, გახსნილი 2009 წელს) და ეკლესიები.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიკიანესბერი არის ერთ-ერთი მთავარი სპორტული ცენტრი ისლანდიაში. ყველაზე დიდი სპორტული კლუბი — Keflavík (საფეხბურთო კლუბი კებლავიკი — ისლანდიის ოთხგზის ჩემპიონი). ასევე არსებობს ბევრი პატარა კლუბები.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]