რაულ ოდიშარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაულ ოდიშარია
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1939 (1939-01-14) (85 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

რაულ ოდიშარია (დ. 14 იანვარი, 1939, ნოსირი) — ქართველი ინჟინერი და 2001 წლის ღირსების ორდენის მფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

1964-1966 წლებში შრომითი საქმიანობა დაიწყო დონის როსტოვში, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „იუსტალკონსტრუქციის“ სამონტაჟო სამმართველოში; მუშაობდა ქ. ტაგანროგში, საავიაციო ქარხნისა და ქარხანა „კრასნი კატელშიკის“ მშენებლობაზე; 1966-1970 წლებში როსტოვის N469 საკავშირო ხიდმშენ მატარებელში, როსტოვისა და ბატაისკის ხიდების მშენებლობაზე ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1974-1977 წლებში ხელმძღვანელობდა „პიატიგორსკ-ესენტუკ-კისლოვოდსკის“ საავტომობილო გზის მონაკვეთზე გზაგამტარისა და ხიდების მშენებლობას. 1977-1980 წლებში კისლოვოდსკის N6 სამშენებლო სამმართველოს. 1983 წელს გადმოყვანილ იქნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროში განყოფილების უფროსად. მის მიერ აშენებულ რეკონსტრუირებულ ობიექტებს შორისაა: მდინარე ცხენისწყალზე აშენებული ხიდი (მის ბურჯებში, პირველად საქართველოში, 1,6-მეტრიანი მრგვალი მილები გამოიყენეს), კისლოვოდსკში შემავალი ყველა ახალი საავტომობილო გზა და მთავარი ხიდი, კისლოვოდსკის სახელმწიფო თეატრი, სენაკის მექანიკური ქარხანა, საქართველოს რიგი სასოფლო-სამეურნეო და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტები, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით სოფელ ნოსირში აშენდა კულტურის სახლისა და სასოფლო საბჭოს შენობები, გზაგამტარი (სამრეწველო ზონასთან), გაიყვანეს სატელეფონო ქსელი, დაპროექტდა მიწისქვეშა გასასვლელი რკინიგზის ბაქანთან, აიგო ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი და სპორტული კომპლექსი აუზით.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2015 — საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • 2001 — ღირსების ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017. გვ. 465-466
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ: ყიფიანი თ., გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003. გვ. 94

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]