რაპანუი (ხალხი)
| რაპანუი Rapanui |
|||
|---|---|---|---|
| რაპანუის ხალხის ტრადიციული ცეკვა | |||
| საერთო მოსახლეობა | |||
|
5 682 |
|||
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |||
|
|
|||
| ენები | |||
| რაპანუი, ესპანური | |||
| რელიგიები | |||
| კათოლიციზმი |
რაპანუი ან რაპა ნუი — ხალხი, აღდგომის კუნძულის ადგილობრივი, პოლინეზიური მოსახლეობა. უკიდურესი აღმოსავლეთპოლინეზიური კულტურა — რაპანუის ხალხი, აღდგომის კუნძულის მოსახლეობის 60%-ს შეადგენს, გარკვეული ნაწილი ასევე ცხოვრობს კონტინენტურ ჩილეში. ლაპარაკობენ რაპანუის ენაზე. 2002 წლის აღწერის მიხედვით, კუნძულის მოსახლეობა 3 304 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან თითქმის ყველა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰანგა-როაში ცხოვრობს.
2011 წლის მონაცემებით, რაპანუის შემოსავლების ძირითად წყაროს ტურიზმი წარმოადგენს, რომელიც ძირითადად გიგანტური ქანდაკებების — მოაის ირგვლივ ფოკუსირდება. ასევე მოყავთ ზოგიერთი ხილი, ისიც ადგილობრივი გამოყენებისთვის.
რაპანუის ხალხი ყოველთვის იბრძოდა საკუთარ უფლებებზე კუნძულის მფლობელობის საკითხში და ნახევრად-დამოუკიდებლობისათვის. ადგილობრივების ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები ჩილეური მმართველობის წინააღმდეგ, ჩილეს არმიის მხირდან ძალადობაში გადაიზარდა.[1]

