რამბულიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამბულიე

რამბულიე — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯგუფი სამატყლე-სახორცე მიმართულებისა. პირველად XIX საუკუნის შუა წლებში გამოიყვანეს საფრანგეთში (რამბუეში — Ramboulet) ესპანეთიდან შემოყვანილი სხვადასხვა ჯიშის მერინოსების შეჯვარებით. საწყის ფორმებთან შედარებით რამბულიე გამოირჩევა სიდიდით, უკეთესი აგებულებით, ადრეულობით, მატყლის დიდი სიგრძითა და სიხშირით. ერკემლის მასა 80-90 კგ, ნერბისა 50-60 კგ. მატყლი 64-70 ხარისხისაა, სიგრძით 6-7 სმ. ერკემლის მატყლის ნაპარსია 8-10 კგ, ნერბისა 5-7 კგ. რამბულიეს ჯიშის ცხვარი გავრცელებულია ავსტრალიაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში. ყოფილ სსრკ-ში რამბულიე შემოიყვანეს აშშ-იდან და გამოიყვანეს ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვრის, ალთაური ცხვრის, კავკასიური წმინდამატყლიანი ცხვრის, სტავროპული ცხვრისა და სხვა ჯიშების გამოსაყვანად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 298, თბ., 1984