ჟოზე ედუარდო სანტუში

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოზე ედუარდო სანტუში
ჟოზე ედუარდო სანტუში
ანგოლის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 10 სექტემბერი 1979
წინამორბედი აგოსტინიო ნეტო

დაბადებული 28 აგვისტო 1940
ლუანდა ანგოლა

ჟოზე ედუარდო სანტუში (პორტ. José Eduardo dos Santos, დ.28 აგვისტო 1940, ლუანდა) - ანგოლის მეორე პრეზიდენტი 1979 წლის 10 სექტემბრიდან. ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის (მპლა)- შრომის პარტიის თავჯდომარე, ანგოლის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა მუშის ოჯახში. უმაღლესი განათლება მიიღო სსრკ-ში სადაც დაამთავრა აზერბაიჯანის ნავთობქიმიური მრეწველობის ინსტიტუტი ინჟინერ-მენავთობის სპეციალობით.

  • 1961-1975 წლებში საპასუხისმგებლო პოსტები ეკავა ანგოლის განთავისუფლების შეიარაღებულ ძალებში.
  • 1975-1978 წლებში ანგოლის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.
  • 1978-1979 წლებში დაგეგმვის მინისტრი და ეროვნული საგეგმო კომისიის თავჯდომარე.

1992 წლის 29-30 სექტემბრის არჩევნებში დაიკავა პირველი ადგილი მაგრამ ვერ მოაგროვა ხმათა 50 %. დაინიშნა მეორე ტური, რომლის გამართვამდეც მისმა კონკურენტმა ჟონას სავიმბიმ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. 2001 წელს პრეზიდენტმა განაცხადა რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
აგოსტინიო ნეტო
ანგოლის პრეზიდენტი

1979
შემდეგი:
'
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე