ჟონას სავიმბი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჟონას მალეირუ სავიმბი | |
|---|---|
| Jonas Malheiro Savimbi | |
| 3 აგვისტო 1934 - 22 თებერვალი 2002 | |
| დაბ. ადგილი | ბიე |
| გარდაცვ. ადგილი | მოშიკო |
| მეთაურობდა | უნიტა |
ჟონას სავიმბი (პორტ. Jonas Malheiro Savimbi; 3 აგვისტო 1934 — 22 თებერვალი 2002) — ანგოლის პოლიტიკური მოღვაწე, პარტიზანების ლიდერი, მეამბოხე დაჯგუფების უნიტას დამაარსებელი (1966). დაიბადა რკინიგზელის ოჯახში. 1965 წელს დაამთავრა შვეიცარიის პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტი. თავდაპირველად იყო ანგოლის განთავისუფლების ეროვნული ფრონტის წევრი, ხოლო 1966 წელს დააარსა ეროვნული კავშირი ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის (ე.წ. უნიტა). უნიტას იდეოლოგია დამყარებული იყო მაოიზმზე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Biographical Entry at BlackPast.org
- Jonas Savimbi at the Notable Names Database.
- "White House Statement on the President's Meeting with Jonas Savimbi", June 30, 1988.
- "Genocide of Christians in Angola, UN and the resistance of UNITA", Webarchive, 2000.
- "Angola Rebels Demand Death Probe", BBC News, February 28, 2002.