ჟერომ პეტიონ დე ვილნევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟერომ პეტიონ დე ვილნევი

ჟერომ პეტიონ დე ვილნევი (ფრანგ. Jérôme Pétion de Villeneuve; დ. 3 იანვარი, 1756, შარტრი – გ. 20 ივნისი, 1794, სენტ-ემილიონი, ჟირონდა) — საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწე, ადვოკატი. 1793 წელს გენერალური შტატების დეპუტატი მესამე წოდებიდან. სახელი გაითქვა, როგორც დამფუძნებელი კრების მემარცხენე ფრთის ორატორმა. იაკობინელთა კლუბის წევრი, მიემხრო ჟირონდისტებს. 1791 წლის ნოემბერი-1792 წლის სექტემბერი პარიზის მერი. 1792 წლიდან კონვენტის წევრი. 1793 წლის 31 მაისი-2 ივნისის სახალხო აჯანყების შემდეგ იაკობინელთა დიქტატურის დამყარებისთანავე გარიცხეს კონვენტიდან. 1793 წლის ზაფხულში მონაწილეობდა ჟირონდისტების ამბოხებაში, რომლის ჩახშობის შემდეგ თავი მოიკლა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: