ჟან-ლუი ტრენტინიანი
| ჟან-ლუი ტრენტინიანი | |
| დაბადების სახელი | ჟან-ლუი ტრენტინიანი |
| დაბადების ადგილი | პიოლენკი, ვოკლიუზი, საფრანგეთი |
| დაიბადა | 11 დეკემბერი, 1930 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1951–დღემდე |
| სხვა ჯილდოები | |
|---|---|
| კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის 1969 — ძეტა |
|
ჟან-ლუი ტრენტინიანი (ფრანგ. Jean-Louis Trintignant; დ. 11 დეკემბერი, 1930, პიოლენკი, ვოკლიუზი) — ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „და ღმერთმა შექმნა ქალი“, „კონფორმისტი“ და „ქალი და მამაკაცი“ და სხვ.
ბიოგრაფია[რედაქტირება]
ბუნებით მორცხვი და ჩუმი, ჟან-ლუი ტრენტინიანი ბავშვობაში ბიძამისი მორის ტრენტინიანის მსგავსად ავტომრბოლელობაზე ოცნებობდა. მიუხედავად ამისა, ოცი წლის ასაკში ტერნტინიანი პარიზში გადავიდა დრამატურგიის შესასწავლად, სადაც მისი დებიუტი თეატრში 1951 წელს შედგა. რამდენიმე თეატრალურ დადგმაში მონაწილეობის შემდეგ, მისი პირველი გამოჩენა კინოფილმში 1955 წელს შედგა. უკვე მომდევნო წელს მისმა შესრულებამ ბრიჯიტ ბარდოსა და როჯერ ვადიმის გერდით ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ მას ვარსკვლავის რეპუტაცია მოუტანა. კლოდ ლელუშის ფილმში „მამაკაცი და ქალი“ (1966) ავტომრბოლელის როლის შესრულებამ კი მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ფილმოგრაფია[რედაქტირება]
| წელი | ქართულად | ორიგინალური სახელწოდება | როლი | |
|---|---|---|---|---|
| 1966 | ფ | ქალი და მამაკაცი | A Man and a Woman | ჟან-ლუი დურო |
| 1969 | ფ | ძეტა | Z | ქრისტოს ზარცეტაკისი |
| 1983 | ფ | Vivement dimanche! | Vivement dimanche! | ჟულიენ ვერსელი |
| 1994 | ფ | სამი ფერი: წითელი | Three Colors: Red | ჟოზეფ კერნი |
| 2012 | ფ | სიყვარული | Amour | ჟორჟი |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ჟან-ლუი ტრენტინიანი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ჟან-ლუი ტრენტინიანი - ბიოგრაფია on newwavefilm.com