პრშეროვი
|
ქალაქი
პრშეროვი
Přerov
|
პრშეროვი (ჩეხ. Přerov) — ქალაქი ჩეხეთში, ოლომოუცის მხარეში, მდინარე ბეჩვაზე. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 47 373 ადამიანს შეადგენს. ქალაქი გაშენებულია ოლომოუციდან დაახლოებით 22 კმ-ით სამხრეთით. წარსულში, მორავიის შუაგულში მდებარე ეს ქალაქი ერთ-ერთი უმთავრესი გზაჯვარედინი იყო.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
წერილობით წყაროებში პრშეროვი პირველად 1141 წელს იხსენიება. 1256 წელს „სამეფო ქალაქის“ სტატუსი მიიღო. ოცდაათწლიანი ომის მიმდინარეობისას, ქალაქი დაინგრა და დასუსტდა. 1839 წელს აიგო ვენა-ბრნოს რკინიგზა, რომელმაც პრშეროვი ავსტრიის იმპერიის დედაქალაქს დააკავშირა და ქალაქის თანდათან გამოცოცხლება განაპირობა. 1945 წლის ივნისში, ქალაქში ტრაგედია დატრიალდა, რომელიც „პრშეროვის სროლის“ სახელითაა ცნობილი. პრშეროვში დაიბადნენ კომპოზიტორი და პიანისტი გიდეონ კლაინი და ცნობილი ჰოკეისტი — მილოშ რჟიგა.
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]
კაიკი, ნიდერლანდები
ოზიმეკი, პოლონეთი
კენძეჟინ-კოზლე, პოლონეთი
ბარდეიოვი, სლოვაკეთი
ივანო-ფრანკოვსკი, უკრაინა
დეჩინი, ჩეხეთი
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- მუნციპალური ვებ-გვერდი
- Prerovan.cz - Information portal for the district of Přerov (cz)
- another Přerov Website
- Comenius Museum in Přerov
- Pharmacy in Přerov (cz)