პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„პროლეტარიატის ბრძოლის“ ფურცელირსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანოს გაზეთ „პროლეტარიატის ბრძოლის“ დამატება. გამოდიოდა 1903 წლის ნოემბრიდან ქართულ «„პროლეტარიატის ბრძოლის“ ფურცელი», სომხურ («„პროლეტარიატი კრივი“, „თეთრიკი“») და რუსულ («ლისტოკ „ბორბი პროლეტარიატა“») ენებზე. «„პროლეტარიატის ბრძოლის“ ფურცელს» ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია: ი. სტალინი, ა. წულუკიძე, მ. ცხაკაია, ს. შაუმიანი, ფ. მახარაძე, მ. დავითაშვილი, ვ. ბობროვსკი.

გაზეთში მეტწილად ქვეყნდებოდა კორესპონდენციები, ინფორმაციები და ქრონიკები, როგორც კავკასიის, ისე მთელი რუსეთის პროლეტარიატისა და გლეხობის რევოლუციურ მოძრაობაზე. პარტიის იდეოლოგიური, ორგანიზაციული და ტაქტიკური საფუძვლების საკითხები უმთავრესად შუქდებოდა მოწინავე სტატიებში. გამოცემა შექყდა 1904 წლის ნოემბერში. გამოიცა 12 ნომერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]