პრატიბა პატილი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრატიბა პატილი
პრატიბა პატილი
ინდოეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივლისი 2007 – დღემდე
წინამორბედი აბდულ ქალამი

დაბადებული 19 დეკემბერი 1934
ნადგაონი ინდოეთი

პრატიბა პატილი (მარატი: प्रतिभा पाटिल) (ქორწინების სახელი - Pratibha Devisingh Shekhavat प्रतिभा देविसिंह शेखावत)(დ. 19 დეკემბერი, 1934 მაჰარაშტრას შტატი, ჯალგაონის რაიონი, სოფელი ნადგაონი) — ინდოეთის პირველი ქალი-პრეზიდენტი. ის ასევე პირველი მაჰარაშთრელია ამ პოსტზე. ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი; გაერთიანებული პროგრესული ალიანსისა და ინდოეთის მემარცხენეთა კანდიდატი. გაიმარჯვა 2007 წლის 19 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მისი უახლოესი მოპაექრე ბაირონ სინგ შეხავატი დაახ. 300 000 ხმით. პრეზიდენტად კურთხევა 25 ივლისს მოხდა.

[რედაქტირება] განათლება

საშუალო განათლება ვიდიალიაში, ჯალგაონის რაიონში, მიიღო. მოგვიანებით სწავლას აგრძელებს ჯალგაონის კოლეჯში, სადაც ეუფლება პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ეკონომიკას, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ბომბეის სახელმწიფო იურიდიულ ინსტიტუტში და იღებს ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში.


[რედაქტირება] პოლიტიკური კარიერა


[რედაქტირება] ოჯახი

ქალბატონი პრატიბა პატილი გათხოვილია. მისი მეუღლე მესამე ქორწინებიდან არის მუმბაის ინსტიტუტის ქიმიის პროფესორი დევესინგჰ რამსინგ შეხავათი. მათ ჰყავთ ორი შვილი: ქალიშვილი ჯიოტი რასორი და ვაჟიშვილი შრი რაჯენდრა სინგჰი.

წინამორბედი:
აბდულ ქალამი
ინდოეთის პრეზიდენტი

2007 – დღემდე
შემდეგი:
დღემდე
პირადი ხელსაწყოები