აბდულ ქალამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდულ ქალამი
აბდულ ქალამი
ინდოეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივლისი, 2002 – 25 ივლისი, 2007
წინამორბედიკოჩერილ რამან ნარაიანანი
მემკვიდრეპრატიბა პატილი

დაბადებული15 ოქტომბერი, 1931
რამესვარამი, ინდოეთი
გარდაცვლილი27 ივლისი, 2015
შილონგი, ინდოეთი
რელიგიაისლამი

ავურ პაკირ ჯაინულაბდინ აბდულ ქალამ მარაიკაიარი (ინგლ. Avul Pakir Jainulabdeen Abdul Kalam Maraikkayar, ტამილ. அவுல் பகிர் ஜைனுலாப்தீன் அப்துல் கலாம்; დ. 15 ოქტომბერი, 1931, რამესვარამი, ინდოეთი, — გ. 27 ივლისი, 2015, შილონგი, ინდოეთი) — ინდოელი მეცნიერი (ავიაინჟინერი) და პოლიტიკური მოღვაწე, ინდოეთის პრეზიდენტი 2002-2007 წლებში.

ეროვნებით ტამილი, აღმსარებლობით მუსლიმი. დაიბადა 1931 წელს სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილნადუში, ღარიბი მეთევზის ოჯახში. დაამთავრა მადრასის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (1960). წამყვან როლს თამაშობდა ინდოეთის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების განხორციელებაში, მათ შორის, 1998 წელს ბირთვული იარაღის გამოცდაში, რამაც აბდულ ქალამს ინდოეთში საყოველთაო აღიარება მოუტანა. 2002 წელს ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის მიერ ნომინირებული იყო ინდოეთის პრეზიდენტობის კანდიდატად. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იღვწოდა, რომ მეცნიერების და ტექნოლოგიის მიღწევები ინდოეთის განვითარებულ ქვეყნად გარდაქმნის სამსახურში ჩაეყენებინა. ვადის ამოწურვის (2007) შემდეგ ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის რამდენიმე წიგნის, მ. შ. ავტობიოგრაფიის ავტორი. მიღებული ჰქონდა ინდოეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები: პადმა ვიბჰუშანი (1990) და ბჰარატ რატნა (1997).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
კოჩერილ რამან ნარაიანანი
ინდოეთის პრეზიდენტი

2002-2007
შემდეგი:
პრატიბა პატილი