პორტალი:გერმანია/ სტატია 58

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალტერ ჰაზენკლევერი (* 8 ივლისი. 1890, აახენი ― † 15 აგვისტო. 1949, ლე-მილი, საფრანგეთი), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი. აღსანიშნავია მისი ლექსების კრებული "ყრმა" (1913), დრამები "ვაჟიშვილი" (1914), "ანტიგონე" (1917), "მხსნელი" (1919), "მკვლელობა" (1926). ჰაზენკლევერის კომედია "საქმის კაცი" (1926) დაიდგა რუსთაველის თეატრში 1927. მასვე ეკუთვნის ფარსები, კინოსცენარი, ანტიფაშისტური ტრაგიკომედია "მიუნხჰაუზენი" (1933, გამოქვეყნდა 1947, დაიდგა 1948) და სხვ.

სრულად...