პორტალი:გერმანია/ სტატია 48

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიხსპრეზიდენტის რეზიდენცია
რაიხსპრეზიდენტის რეზიდენცია

რაიხსპრეზიდენტი (გერმ.: Reichspräsident) იყო გერმანიის მეთაური და პირველი პირი 1919-1934 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს და მცირე ხნით წოდება აღდგენილ იქნა 1945 წელს. ვაიმარის კონსტიტუციის მიხედვით რაიხსპრეზიდენტი ირჩეოდა 7 წლით საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით. იგი ნიშნავდა რაიხსკანცლერს. რაიხსპრეზიდენტს უფლება ჰქონდა დაეთხოვა რაიხსტაგი.

პოსტი გაუქმდა ნაციონალ-სოციალისტების მიერ 1934 წელს მას შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ჰინდენბურგი გარდაიცვალა და აღდგენილ იქნა მესამე რაიხის არსებობის ბოლო დღეებში 1945 წელს როდესაც მცირე ხნით კარლ დენიცი გახდა რაიხსპრეზიდენტი.

პირველი რაიხსპრეზიდენტი იყო ფრიდრიხ ებერტი.

სრულად...