პაულ ფონ ჰინდენბურგი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პაულ ფონ ჰინდენბურგი Paul von Hindenburg |
||
ჰინდენბურგის პორტრეტი, 1927 წელი |
||
| გერმანიის მე-2 პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 12 მაისი, 1925 – 2 აგვისტო, 1934 | ||
| წინამორბედი | ფრიდრიხ ებერტი | |
| მემკვიდრე | ადოლფ ჰიტლერი (ფიურერი და რაიხსკანცლერი) |
|
|
გერმანიის გენერალური შტაბის უფროსი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1916 – 1919 | ||
| წინამორბედი | ერიხ ფონ ფალკენჰაინი | |
| მემკვიდრე | ვილჰელმ გრენერი | |
|
|
||
| დაბადებული | 2 ოქტომბერი, 1847 პოზნანი, პრუსია |
|
| გარდაცვლილი | 2 აგვისტო, 1934 ნოიდეკი, გერმანია |
|
| ეროვნება | გერმანელი | |
| პოლიტიკური პარტია | უპარტიო | |
| ხელმოწერა | ||
პაულ ლუდვიგ ჰანს ანტონ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენბურგი (გერმ. Paul Ludwig Hans Anton von Beneckendorff und von Hindenburg; დ. 2 ოქტომბერი 1847, პოზნანი - გ. 2 აგვისტო 1934, ნოიდეკი (დღ. ოგროდიენეცი), აღმოსავლეთი პრუსია) - გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის მეორე რაიხსპრეზიდენტი 1925-34 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
- 1847 - 2 ოქტომბერი: პრუსიელ ოფიცერს და მემამულეს რობერტ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენგურგს და მის მეუღლეს ლუიზეს (დაბ. შვიკარტი, გერმ. Schwickart) შეეძინათ ვაჟი პაული.
- 1859 - 1866 - გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჰინდენბურგი სწავლობდა ჯერ ვალშტატის, შემდგომ კი ბერლინის კადეტთა სკოლაში.
- 1866 - მონაწილეობდა კიონიგგრეცის ბრძოლაში.
- 1870 - 1871 - მონაწილეობდა გერმანია-საფრანგეთის ომში და იბრძოდა სედანთან.
- 1870 - 1911 - მსახურობდა გერმანიის არმიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. პენსიაში გასვლის წინ იყო არმიის გენერალი მაგდებურგში.
- 1914 - 21 აგვისტო: პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ ჰინდენბურგი დაუბრუნდა არმიას და დაინიშნა მე-8 არმიის მთავარსარდლად, რომლის შტაბის უფროსი იყო ერიხ ლუდენდორფი. 26 აგვისტო: ტანენბერგის ბრძოლაში გაანადგურა რუსეთის მე-2 არმია. 6 სექტემბერი: მაზურიის ტბებთან გაანადგურა რუსეთის 1-ლი არმია, რისთვისაც გენერალ-ფელდმარშალის წოდება მიენიჭა. 1 ნოემბერი: დაინიშნა აღმოსავლეთ ფრონტის ჯარების უმაღლეს მთავარსარდლად.
- 1916 - 29 აგვისტო: ერიხ ფონ ფალკენჰაინის გადაყენების შემდეგ ჰინდენბურგი დაინიშნა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობის (გერმ. Oberste Heeresleitung - OHL) მეთაურად და ლუდენდორფი მისი პირველი გენერალ-კვარტიერმაისტერი გახდა.
- 1918 - 29 სექტემბერი: გაზაფხულზე ჩატარებული წარუმატებელი შეტევის შემდეგ "OHL"-მ მოითხოვა სასწრაფოდ ზავის დადება და საპარლამეტო მთავრობის დანიშვნა. 9 ნოემბერი: ჰინდენბურგის რჩევით კაიზერ ვილჰელმ II-მ გერმანია დატოვა და ემიგრაციაში წავიდა ნიდერლანდებში. 10 სექტემბერი: მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პროვიზორული მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეხშო რევოლუციური გამოსვლები და ეზრუნა ფრონტიდან ჯარების მშვიდობიანი დაბრუნებისათვის.
- 1919 - მეორედ გადადგა თანამდებობიდან.
- 1925 - 1934 - გერმანიის რაიხსპრეზიდენტი. 1925 წელს აირჩიეს გერმანიის პრეზიდენტად. 1932 წელს 84 წლის მოხუცი და ცუდი ჯანმრთელობის ჰინდენბურგი იძულებული იყო მეორედ ეყარა კენჭი პრეზიდენტად როგორც ერთადერთი კანდიდატი ვისაც შეეძლო ადოლფ ჰიტლერის დამარცხება. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ცდილობდა არ დაეშვა ნაცისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ 1933 წლის იანვარში იძულებული იყო დაენიშნა ჰიტლერი რაიხსკანცლერად. ჰინდენბურგი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჰიტლერმა რაიხსპრეზიდენტის თანამდებობა გააუქმა და თვითონ გახდა სახელმწიფო მეთაური როგორც „ფიურერი და რაიხსკანცლერი“.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
|
|||||||||||||
სტატიის