რაიხსტაგი (ვაიმარის რესპუბლიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რაიხსტაგი.
რაიხსტაგი, 30 აგვისტო, 1932

რაიხსტაგი (გერმ. Reichstag, იმპერიის საბჭო) ვაიმარის რესპუბლიკის დროს იყო გერმანიის პარლამენტი, რომელიც ფლობდა ქვეყანაში უმაღლეს ძალაუფლებას, როგორც სუვერენული ერის წარმომადგენელი.

1919 წლის ვაიმარის კონსტიტუციის მიხედვით რაიხსტაგი ირჩეოდა ყოველ 4 წელიწადში საყოველთაო, თანასწორი, საიდუმლო და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე. რაიხსტაგში მოსახვედრად საჭირო იყო მინიმუმ 60.000 საარჩევნო ხმის დაგროვება. რაიხსტაგი იღებდა კანონებს და ადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს, წყვეტდა ომისა და ზავის საკითხებს და აკანონებდა სახელმწიფო ხელშეკრულებებს. რაიხსპრეზიდენტს უფლება ჰქონდა დაეთხოვა რაიხსტაგი. რაიხსკანცლერი და რაიხსმინისტრები უნდა გადამდგარიყვნენ თუ რაიხსტაგი მათ უნდობლობას გამოუცხადებდა.

ვაიმარის რესპუბლიკის კრიზისის წლებში (1931-1933) რაიხსტაგმა ფაქტობრივად დაკარგა თავისი პოლიტიკური გავლენა. 1933 წლის 23 მარტის "ძალაუფლების ჩამორთმევის კანონით" (გერმ. Ermächtigungsgesetz) ჰიტლერმა ნულამდე დაიყვანა რაიხსტაგის გავლენა და დაამყარა ნაცისტური დიქტატურა. აკრძალულ იქნენ მემარცხენე პარტიები, ცენტრალურმა და მემარჯვენე პარტიებმა თვითლიკვიდაცია მოახდინეს და რაიხსტაგი გადაიქცა "NSDAP"-ის მიერ კონტროლირებად ერთპარტიულ პარლამენტად, რომლის უკანასკნელ სხდომას ადგილი ჰქონდა 1942 წლის 26 აპრილს.

რაიხსტაგის პრეზიდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსტაგის ცნობილი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]