პორტალი:გერმანია/ სტატია 37

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრირის ფახჰოხშულეში 2006 წლის მონაცემებით 6 100 სტუდენტი სწავლობდა, ამ მონაცემთავე მიხედვით ტრირის ეს უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი წარმოადგენდა ყველაზე დიდ ფახჰოხშულეს, არამარტო რაინლანდ–პფალცის მხარეში, არამედ გერმანიის დასავლეთითაც.

ტრირის ფახჰოხშულეს სასწავლო კორპუსები განლაგებულია არამარტო ქალაქში (— შნაიდერჰოფის მთავარი კამპუსი), მაგრამ ასევე ქალაქის მახლობლადაც — ეკოლოგთა კამპუსი ბირკენფელდში და ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების დიზაინერთა კამპუსი იდარ–ობერშტაინში.


ტრირის ფახჰოხშულე დაარსდა ქალაქის ორი სასწავლო დაწესებულების საავტომშენებლო და საბინათმშენებლო საინჟინრო და სახელობო სკოლების ბაზაზე და 1970 წელს რაინლანდ-პფალცის ფახჰოხშულეს განყოფილებებად გაფორმდა. 1996 წლიდან ტრირის ეს უმაღლესი სასწავლებელი იურიდიულად დამოუკიდებელი სტრუქტურაა.

სრულად...