ტრირის ფახჰოხშულე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრირის ფახჰოხშულეში 2006 წლის მონაცემებით 6 100 სტუდენტი სწავლობდა, ამ მონაცემთავე მიხედვით ტრირის ეს უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი წარმოადგენდა ყველაზე დიდ ფახჰოხშულეს, არამარტო რაინლანდ–პფალცის მხარეში, არამედ გერმანიის დასავლეთითაც.

ტრირის ფახჰოხშულეს სასწავლო კორპუსები განლაგებულია არამარტო ქალაქში (— შნაიდერჰოფის მთავარი კამპუსი), მაგრამ ასევე ქალაქის მახლობლადაც — ეკოლოგთა კამპუსი ბირკენფელდში და ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების დიზაინერთა კამპუსი იდარ–ობერშტაინში.

ისტორია[რედაქტირება]

ტრირის ფახჰოხშულე დაარსდა ქალაქის ორი სასწავლო დაწესებულების საავტომშენებლო და საბინათმშენებლო საინჟინრო და სახელობო სკოლების ბაზაზე და 1970 წელს რაინლანდ-პფალცის ფახჰოხშულეს განყოფილებებად გაფორმდა. 1996 წლიდან ტრირის ეს უმაღლესი სასწავლებელი იურიდიულად დამოუკიდებელი სტრუქტურაა.

სასწავლო განყოფილებები[რედაქტირება]

ტრირის ფახჰოხშულე საორგანიზაციო ნიშნით 7 სასწავლო განყოფილებად დაიყოფა, რომელთაგან ერთი ბირკენფელდში, ხოლო მეორე იდარ-ობერშტაინში მდებარეობს; ბირკენფელდში შეისწავლიან ეკოლოგიას, ხოლო იდარ-ობერშტაინში ძვირფასი და ნახევრადძვირფასი მინერალური ქვების სასამკაულო დამუშავებას.

ტრირის ფახჰოხშულეში შემდეგი სასწავლო განყოფილებები ფუნქციონირებს:

1. სასწავლო განყოფილება — ბინათმშენებლობა, სასურსათო ტექნიკა-დანადგარები, სამომსახურებო ტექნიკა-დანადგარები.
2. გაფორმებითი ხელოვნების სასწავლო განყოფილება — არქიტექტურა და ძეგლების მოვლა.
3. სასწავლო განყოფილება — შიდა არქიტექტურა, მედიათშორისი დიზაინი, კომუნიკაციის დიზაინი, ძვირფასი ქვებისა და სამკაულების დიზაინი (იდარ-ობერშატიანი).
4. ინფორმატიკის სასწავლო განყოფილება.
5. ტექნიკის სასწავლო განყოფილება — ელექტრონიკის, მანქანათმშენებლობის, საავტომობილო ტექნიკა და სამეურნეო საინჟინრო საქმე.
6. გარემოს დაცვის სასწავლო განყოფილება — გარემოს დაცვის ეკონომია, გარემოს დაცვის სამართალი (იდარ-ობერშტაინი)
7. ეკონომიკის სასწავლო განყოფილება — საწარმოო ეკონომიკა, ეკონომიკის ინფორმატიკა, საერთაშორისო ბიზნესი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]