პორტალი:ახალი ამბები/2011 სექტემბერი 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 1 სექტემბერი, 2011 (2011-09-01) (ხუთშაბათი)
  • მექსიკაში ვულკანი გააქტიურდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სპეციალისტების თქმით, ამ დროისთვის ვულკანური კრატერიდან ორთქლისა და ფერფლის ამოფრქვევა ხდება, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. ვარაუდობდნენ, რომ იგი მეხიკოსაც მიაღწევდა, თუმცა ამ დროისთვის ვულკანის აქტივობა ისევ შემცირდა. ამოფრქვევის გამო ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლა არ შეფერხებულა. (1 არხი)
  • შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი ქარიშხალი ემუქრება. ტროპიკულ შტორმ „კატიას“, რომელიც 2 დღის წინ ატლანტის ოკეანეში წარმოიქმნა, ხუთბალიანი კლასიფიკაციით, უკვე პირველი კატეგორია მიანიჭეს. ის ჩდილო–დასავლეთით ვრცელდება. მისი სიჩქარე ახლა 120 კილომეტრია საათში. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ უახლოეს 48 საათში „კატია“ კიდევ უფრო გაძლიერდება. ქარიშხლების სეზონი ამერიკაში პირველი ივლისიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. (1 არხი)