პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 18

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 18 იანვარი, 2009 (2009-01-18) (კვირა)
  • რუსეთი უკრაინას აირის ევროპული ფასიდან 20-პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს, იმ პირობით, თუ უკრაინა რუსულ გაზს 2008 წლის შეღავათიანი ფასით გაატარებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა, იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის გავლით რუსული აირის ფასი 2010 წლიდან უკვე ევროპულს გაუთანაბრდება. უკრაინის პრემიერმა თავის მხრივ დასძინა, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ „გაზპრომსა“ და „ნავთობგაზს“ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება დაავალა, სადაც მიღწეული შეთანხმება იქნება ასახული. ტიმოშენკოს ინფორმაციით, გაზის ტრანზიტის აღდგენა მაშინვე მოხდება, როგორც კი საბუთებს ხელი მოეწერება. lenta.ru
  • აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფილადელფიიდან ვაშინგტონში ინაუგურაციისთვის მატარებლით ჩავიდა — იუწყება AP. გუშინ მთელი დღის მოგზაურობა ობამამ ზუსტად იმ მარშრუტით გაიმეორა, რაც 1861 წელს აბრაამ ლინკოლნმა. გზად იგი მცირე შესვენებებს აკეთებს, რათა ხალხისთვის ეპოქის მნიშვნელოვანი მომენტები შეეხსენებინა, სწორედ ფილადელფიაში, სადაც თავის დროზე თავისუფლების დეკლარაცია იქნა მიღებული, ობამამ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ახალი დეკლარაციაა მისაღები თავისუფლებისა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება იდეოლოგიის, ახლომხედველობისა და ცრურწმენებისგან. lenta.ru
  • ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ცალმხრივად გეგმავს — იუწყება უცხოური მედია ქვეყნის პრემიერ-მისნისტრის ეჰუდ ოლმერტის განცხადებაზე დაყრდნობით. ამის მიუხედავად, ებრაული ჯარები ღაზაში გარკვეული პერიოდით მაინც დარჩებიან, რათა ჰამასის მერბრძოლებს შემოტევაზე უპასუხონ. ოლმერტის აზრით ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვიის“ მნიშვნელობისას ისრაელს არცერთი საერთაშორისოდ მიღებული ნორმა არ დაურღვევია. ჰამასის წევრთა განცხადებით კი, ისრაელის მხრიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტა მიუღებელია, რადგან პალესტინელები არ შეწყვეტენ ებრაელ ჯარისკაცებსა და სამხრეთ ისრაელის ტერიტორიებზე შეტევებს, სანამ ისრაელის ქვედანაყოფები სრულად არ დატოვებენ ღაზას სექტორს. lenta.ru