პორტალი:აშშ/ბიოგრაფია/5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონი კეში 1969 წელს.
ჯონი კეში 1969 წელს.

ჯონი კეში (Johnny Cash; 1932-2003) — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკელი ქანთრი და როკ მუსიკის შემსრულებელი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი. კეშს გამოარჩევდნენ ღრმა ბარიტონით, ე.წ. ტენესიური „ბუმ-ჩიკა-ბუმ“ ხმოვანების ბენდის თანხლებით, მუქი ფერის ტანსაცმლითა და ქცევით, რომლის გამოც მას მეტსახელად „მამაკაცი შავებში“ („The Man in Black“) შეარქვეს.

მძიმე პირადი ცხოვრება და რელიგიურობა კეშის მუსიკის ლეიტმოტივი იყო, განსაკუთრებით მის გვიანდელ კარიერაში, რომელშიც გამოძახილს მწუხარება, მორალური ტანჯვა და მონანიება პოულობს. მისი უკვდავი ჰიტებია: „I Walk the Line“, „Folsom Prison Blues“, „Ring of Fire“, „Man In Black“ და „Hurt“. კარიერაში, რომელიც თითქმის ხუთი ათწლეული გრძელდობოდა, კეში მსოფლიოში მრავალი ადამიანისთვის ქანთრი მუსიკის პერსონიფიკაცია გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მუსიკოსი ნეშვილის მეინსტრიმს სიძულვილით მოიხსენიებდა. თუმცა, რეი ჩარლზის, The Beatles-ის, ბობ დილანისა და ელვის პრესლის მსგავად, კეში იმ მუსიკოსთაგანი იყო, რომელიც ჟანრთა შორის საზღვრებს არღვევს. მისი ჩაწერილი სიმღერები როკ-ენდ-როლიც არის, ბლუზიც, როკაბილი, ფოლკი და გოსპელი, და თითოეულ ამ ჟანრზე უდიდეს გავლენას ახდენს. კეში ერთ-ერთია იმ ათ მუსიკოსთაგან, რომლებიც ერთდროულად როკ-ენდ-როლისა და ქანთრის დიდების დარბაზებშია შეყვანილი და ასევე პატივს იყოფს ჰენკ უილიამს უმცროსთან, როგორც მუსიკოსთა სამი უდიდესი დიდების დარბაზის სრული წევრი (როკ-ენდ-როლი, ქანთრი, და სიმღერათა ავტორების დარბაზები). კარიერის განმავლობაში მას 90 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული და მუსიკის ისტორიაში წამყვანი პოზიცია უჭირავს. (…სრულად)