პორტალი:არქიტექტურა/ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. თვის ბიოგრაფია
ალვარ აალტო მეუღლესთან ერთად
ალვარ აალტო მეუღლესთან ერთად

ჰუგო ალვარ ჰენრიკ აალტო (Hugo Alvar Henrik Aalto) (1898-1976), ფინელი არქიტექტორი და დიზაინერი. მოღვაწეობდა ფინეთში, შვედეთში და აშშ-ში. ეროვნული ტრადიციების ნიადაგზე ერთმანეთს შეუხამა ფუნქციონალიზმისა და ორგანული არქიტექტურის პრინციპები. შექმნა ლანდშაფტთან შერწყმული მოცულობით-სივრცობრივი კომპოზიციები; აგურთან, მინასთან, სპილენძსა და ბეტონთან ერთად აქტიურად გამოიყენა ადგილობრივი მასალა — ხე და გრანიტი.

მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად სკანდინავიური მოდერნიზმის პირველ და ყველაზე გავლენიან არქიტექტორად მიიჩნევენ, ისტორიული ფაქტების უფრო ღრმა ანალიზი ააშკარავებს, რომ აალტო მისდევდა სხვა პიონერებს შვედეთში, მათ შორის გუნარ ასპლუნდსა და სვენ მარკელიუსს, რომელთანაც მას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. აალტოს და მრავალ სხვა ამ თაობის არქიტექტორს სკანდინავიურ ქვეყნებში ერთი საერთო რამ აკავშირებდათ — მათ დაიწყეს კლასიკური განათლებით და პირველებმა ჩამოაყალიბეს ე. წ. სკანდინავიური (ნორდული) კლასიციზმი, სანამ 1920-იან წლებში მოდერნიზმში გადაინაცვლებდნენ.