გუნარ ასპლუნდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტოკჰოლმის საქალაქო ბიბლიოთეკა.

გუნარ ასპლუნდი (Erik Gunnar Asplund; დ. 22 სექტემბერი, 1885 — გ. 20 ოქტომბერი, 1940) — შვედი არქიტექტორი, რომელმაც ალვარ აალტოს პარალელურად გაიარა გზა ნორდული ნეოკლასიციზმიდან ფუნქციონალიზმამდე.

1930 წლის სტოკჰოლმის მსოფლიო ექსპოზიციამდე ძირითადად ნეოკლასიკური სტილის შენობებს ქმნიდა მკაცრი და ლაკონური ფორმებით. 1930 წელს მისი აქცენტი მკვეთრად იჭრება ფუნქციონალიზმში კლასიკური წონასწორობის შენარჩუნებით (მაგ. სტოკჰოლმის საქალაქო ბიბლიოთეკა, 1924-27). მის შემოქმედებაზე ყველაზე სრულ შთაბეჭდილებას იძლევა სკუგსჩიურკოგორდენი- სასაფლაო სტოკჰოლმში, რომელზეც იგი 1915 წლიდან მუშაობდა და ამჟამად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია გოტენბურგის მერიის შენობა, რომელზეც ასპლუნდი 1917-37 წლებში მუშაობდა და მასში მკაფიოდ აისახა მისი ტრანსფორმაცია ნეოკლასიკურიდან მოდერნისტულ არქიტექტურაში.

გუნარ ასპლუნდი თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვან მოდერნისტ შვედ არქიტექტორად ითვლება და მან დიდი გავლენა მოახდინა გვიანდელ შვედურ და სკანდინავიელ არქიტექტორებზე.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: