პიშმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიშმა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სვერდლოვსკის ოლქი, ტიუმენის ოლქი
ქალაქები სუხოი-ლოგი, კამიშლოვი, ტალიცა
სათავე 56°57′09″ ჩ. გ. 60°34′37″ ა. გ. / 56.95250° ჩ. გ. 60.57694° ა. გ. / 56.95250; 60.57694
შესართავი ტურა
57°07′03″ ჩ. გ. 66°20′11″ ა. გ. / 57.11750° ჩ. გ. 66.33639° ა. გ. / 57.11750; 66.33639
სიგრძე 603 კმ
აუზის ფართობი 19,7 ათასი კმ²
მდინარის სისტემა ტურატობოლიირტიშიობიკარის ზღვა
წყლის ხარჯი (მინ.) 2 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 34 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 1300 მ³/წმ
პიშმა — რუსეთი
პიშმა
პიშმა
— სათავე, — შესართავი
პიშმა ვიკისაწყობში

პიშმა (რუს. Пышма) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკისა და ტიუმენის ოლქებში; ტურის (ობის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 603 კმ, აუზის ფართობი 19,7 ათასი კმ². სათავეს იღებს ურალის აღმოსავლეთ კალთებზე, მიედინება იმიერურალეთის ვაკეზე და დასავლეთ ციმბირის ვაკის დასავლეთ განაპირა მხარეს. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით (60%). წყალდიდობა ახასიათებს აპრილიდან მაისამდე, ზაფხულში წვიმების დროს წყალმოვარდნა იცის. წყლის საშუალო ხარჯია 34 მ³/წმ, უდიდესი — დაახლოებით 1300 მ³/წმ, უმცირესი — დაახლოებით 2 მ³/წმ. იყინება ნოემბრის პირველ ნახევარში, ყინულძვრა აპრილის მეორე ნახევარშია. გამოიყენება ხე-ტყის დასაცურებლად და სამრეწველო წყალმომარაგებისათვის. პიშმაზე მდებარეობს სამი წყალსაცავი და ქალაქები: სუხოი-ლოგი, კამიშლოვი, ტალიცა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пышма // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 21 — М., 1975.