მიკოლა აზაროვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიკოლა აზაროვი
Микола Азаров
მიკოლა აზაროვი Микола Азаров
უკრაინის მე-15 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 მარტი 2010 წელი – 28 იანვარი 2014 წელი
პრეზიდენტი   ვიქტორ იანუკოვიჩი
წინამორბედი იულია ტიმოშენკო
მემკვიდრე სერგეი არბუზოვი მ. შ.
არსენი იაცენიუკი

უკრაინის მე-17 პირველი ვიცე-პრემიერ-მინისტრი
უკრაინის მე-9 ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აგვისტო 2006 წელი – 18 დეკემბერი 2007 წელი
პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო
წინამორბედი სტანისლავ სტაშევსკი
ვიქტორ პენზენიკი
მემკვიდრე ალექსანდრე ტურჩინოვი
იულია ტიმოშენკო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 იანვარი 2005 წელი – 24 იანვარი 2005 წელი
პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა
ვიქტორ იანუკოვიჩი
წინამორბედი ვიქტორ იანუკოვიჩი
მემკვიდრე იულია ტიმოშენკო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 დეკემბერი 2004 წელი – 28 დეკემბერი 2004 წელი
პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა
წინამორბედი ვიქტორ იანუკოვიჩი
მემკვიდრე ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის მე-14 პირველი ვიცე-პრემიერ-მინისტრი
უკრაინის მე-7 ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ნოემბერი 2002 წელი – 4 თებერვალი 2005 წელი
წინამორბედი ოლეგ დუბინა
იგორ იუშკო
მემკვიდრე ანატოლი კინახი
ვიქტორ პენზენიკი

დაბადებული 17 დეკემბერი, 1947 (1947-12-17) (67 წლის)
კალუგის ოლქი, რსფსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, უკრაინის დროშა უკრაინა,
პოლიტიკური პარტია რეგიონების პარტია
მამა იან პახლო
დედა ეკატერინა კვასნიკოვა
მეუღლე ლიუდმილა აზაროვა
შვილები ალექსეი აზაროვი
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოპოლიტიკის ფაკულტეტი
პროფესია სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი
საიტი www.azarov.ua

მიკოლა აზაროვი (უკრ. Мико́ла Аза́ров, დაბადებისას: მიკოლა პახლო; დ. 17 დეკემბერი, 1947 წელი, კალუგა, რსფსრ) — უკრაინელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2010 წლის 11 მარტიდან - 2014 წლის 28 იანვრამდე. უკრაინის რეგიონების პარტიის ლიდერი. უკრაინის უმაღლესი რადას რამდენიმე მოწვევის დეპუტატი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1991). ორჯერ ეკავა უკრაინის პირველი ვიცე პრემიერის და უკრაინის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, 1996—2002 წლებში იყო უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მიკოლა იანის ძე აზაროვი, დაბადებისას პახლო, დაიბადა 1947 წლის 17 დეკემბერს კალუგაში, საბჭოთა რუსეთში. დედა ეკატერინე პავლეს ასული კვასნიკოვა (1927). მამა იან რობერტის ძე პახლო (1924), მიკოლა აზაროვის თქმით, იყო ნახევრად ესტონელი, ნახევრად რუსი ეროვნების, ორგზის დაჯილდოვებულია მედლით „მამაცობისთვის“.[2][1] ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელის მიერ, 2010 წელს, აზაროვისთვის ნაჩუქარი წიგნის მიხედვით, მიკოლა აზაროვის მამა დაიბადა ხუტორ ლაიზუსში, იიგევამაას მაზრაში და იყო ეთნიკურად ესტონელი.[3]

აზაროვმა, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას დაბადებისას არ მიანიჭეს არც მამის და არც დედის გვარი, რადგან მისი მშობლების ურთიერთობა, მისი დაბადებისას, არ იყო დაკანონებული. ამ მიზეზით მიკოლა ჩაწერეს დედის გვარზე - დედის ქალიშვილობის გვარი კი აზაროვა იყო.[4] ზოგი წყარო ამტკიცებს, რომ აღნიშნული გვარი მან მიიღო ქორწინების შემდეგ, ანუ გადავიდა მეუღლის, ლიუდმილა აზაროვას გვარზე.[1] ამასთან, სხვა წყაროების ინფორმაციით მიკოლა აზაროვის მეუღლის ქალიშვილობის გვარი — მურლანია, აზაროვი კი ბებიის გვარია[5][6].

დაამთავრა კალუგის მე-5 სკოლა, ვერცხლის მედალით.[1]

1971 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგ-ფიზიკოსის სპეციალობით.[1]

1971—1976 წლებში მუშაობდა მთავარ ინჟინრად „ტულაუგოლის“ კომბინატში.[1]

1976—1984 წლებში — ლაბორატორიის გამგე, პოდმოსკოვიეს სამეცნიერო-კვლევითი და პროექტირება-კონსტრუირების ინსტიტუტის განყოფილების გამგე ქალაქ ნოვომოსკოვსში, ტულის ოლქში.[1]

1984 წელს საცხოვრებლად გადავიდა უკრაინის სსრ-ში[1].

1984—1995 წლებში ˜— უკრაინის სახელმწიფო სამთო გეოლოგიის, გეომექანიკის და მარკშეიდერის საქმის სამეცნიერო-კვლევითი და პროექტირება-კონსტრუირების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და დირექტორი. დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის პროფესორი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება]

1990 წელი — სკკპ-ის XXVII ყრილობის დელეგატი. გაწევრიანდა სკკპ-ის დემოკრატიულ პლატფორმაში[1].

1991—1992 წლები — „მოძრაობა დონბასის აღორძინებისთვის“ წევრი[1].

1992—1994 წლები — დონეცკში ჩამოყალიბებული „უკრაინის სამოქალაქო კონგრესის“ ხელმძღვანელობის წევრი[1].

1993—1994 წლები — შრომის პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი[1].

1994 წელი — არჩეულ იქნა უმაღლესი რადას II მოწვევის დეპუტატად პეტროვსკის საარცევნო ოლქიდან, დონეცკი. 1995—1997 წლებში იყო უკრაინის უმაღლესი რადას პრეზიდიუმის წევრი და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე[1].

1995—1998 წლები — უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სავალუტო-საკრედიტო საბჭოს წევრი[1].

1996—2002 წლები — უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციის თავმჯდომარე; ფინანსური სექტორის საკითხებში საკოორდინაციო საბჭოს წევრი; უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს წევრი.

1997 წელი — უკრაინის პრეზიდენტის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს წევრი.

1998 წელი — სურსათის ბაზრის რეგულირების, სასოფლო-სამეურნეო საქონელმწარმოებელთა ფასების და შემოსავლების საკითხებში კომისიის წევრი.

1999 წელი — უკრაინის პრეზიდენტთან არსებული, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკოორდინაციო კომიტეტის წევრი.

200 წლის ნოემბრიდან — პარტია „უკრაინის შრომული სოლიდარობას" პრეზიდიუმის წევრი. 2001 წლის 5 მარტიდან სათავეში ჩაუდგა რეგიონების პარტიას; ნახევარ წელში ეს თანამდებობა დატოვა. 2003 წლის აპრილში, რეგიონების პარტიის V ყრილობაზე აირჩიეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ.

2002 წლის 26 ნოემბრიდან—2005 წლის 3 თებერვლამდე — უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი.

2004 წლის ბოლოდან — 2005 წლის დასაწყისამდე — როგორც უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, იკავებდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობას.

2006 წლის 26 მარტი — რეგიონების პარტიის სიით აირჩიეს უმაღლეს რადაში.

2006 წლის აგვისტოში ხელახლა დაინიშნა უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ხოლო რამდენიმე თვეში დაიკავა უკრაინის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა და ამ იკავებდა ამ პოსტს ხელისუფლებაში იულია ტიმოშენკოს მოსვლამდე (2007 წლის დეკემბრი).

2006 წლის 6 დეკემბერს მიკოლა აზაროვმა „უკრაინის აღორძინებისთვის“ I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა უკრაინაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი.

2007 წელი — რეგიონების პარტიის სიით გადაირჩიეს უმაღლეს რადაში.

2009 წლის მარტში გახდა მოძრაობა „ახალი უკრაინას“ ერთერთი ორგანიზატორი; ამ ორგანიზაციის საბჭოს წევრი[7].

2009 წლის 9 ივნისი — რეგიონების პარტიის პოლტსაბჭომ აზაროვი დანიშნა ვიქტორ იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის უფროსად[8].

მიკოლა აზაროვი არის იანუკოვიჩის მთავრობის ეკონომიკური გეგმის მთავარი ავტორი[9]. 2006 წლის დეკემბერში, უმაღლეს რადაში გამოსვლისას აზაროვმა განაცხადა, რომ ის არის უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდის 14 ბიუჯეტის ავტორი.

აზაოროვი მხარს უჭერს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექნას რუსეთთან, ყაზახეთთან და ბელორუსის რესპუბლიკასთან ერთად.

2010 წლის 24 აპრილი — რეგიონების პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.

პრემიერ-მინისტრობა[რედაქტირება]

2010წლის მარტში რეგიონების პარტიამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიკოლა აზაროვის კანდიდატურა წარადგინა; 11 მარტს უკრაინის რადამ 245 ხმით დაამტკიცა მისი კანდიდატურა.

მიკოლა აზაროვი და ვლადიმერ პუტინი. კიევი.

2010 წლის 25 მარტს რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, აზაროვმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყება.

2010 წლის 28 აპრილს აზაროვმა განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკოს ქმედებებმა უკრაინას 100 მლრდ. გრივნის ოდენობით ზარალი მოუტანა. მან გამოვიდა მოწოდებით დაიწყოს ტიმოშენკოს და მისი მთავრობის წევრების საქმიანობის გამოძიება.

2012 წლის 3 დეკემბერს ახალი პარლამენტის არჩევასთან ერთად აზაროვის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

2012 წლის 9 დეკემბერს ახლადარჩეულ უკრაინის რადაში პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, კვლავ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიკოლა აზაროვი წარადგინა. 13 დეკემბერს უმაღლესმა რადამ განიხილა და პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა მისი კანდიდატურა.

ევრომაიდანი[რედაქტირება]

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, მიკოლა აზაროვის ხელმძღვანელობით, გამოსცა დადგენილება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შეჩერების შესახებ, რამაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო მიტინგი, ევრომაიდანი გამოიწვია.[10]

2014 წლის 22 იანვარს აზარვმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი პასუხისმგებლობა მოითხოვა.

2014 წლის 28 იანვარს გადადგა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, რაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპრომისისთვის დამატებით ბერკეტად დაასახელა.

გადადგომის შემდეგ[რედაქტირება]

გადადომიდან რამდენიმე საათში მიკოლაი აზაროვმა კერძო თვითმფრინავით ვენაში გაემგზავრა. ვენის ერთ-ერთ ელიტურ უბანში, აზაროვის შვილზე, ალექსეი აზაროვზე გაფორმებულია ბინა. ამ ბინაში ცხოვრობს მიკოლა აზაროვის ოჯახი.

ავსტრიული გაზეთის „Kronen-Zeitung“-ის ინფორმაციით, მიკოლა აზაროვი ავსტრიაში დიდი ხნით აპირებს დარჩენას.

მეცნიერული საქმიანობა[რედაქტირება]

გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (1991), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (2009), უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997)[1].

უკრაინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების და ტექნიკის დარგში (2004)[1].

მიკოლა აზაროვი არის 112-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

კრიტიკა[რედაქტირება]

მიკოლა აზაროვის რუსული წარმომავლობა ხშირად უკრაინელი ნაციონალისტების კრიტიკის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ აზაროვი ცუდად ფლობს უკრაინულ ენას[11].

ხშირად კრიტიკის ობიექტი აზაროვი პოლიტიკური მოღვაწეობა ხდება, განსაკუთრებით მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი.

ოჯახი[რედაქტირება]

  • ვაჟი, ალექსეი აზაროვი (დ. 13.07.1971) არის პროფესიით ინჟინერი, ამჟამად ბიზნესმენი უკრაინასა და ავსტრიაში. 2002—2003 წლებში იყო პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩის მრჩეველი. დააფუძნა და 2012 წლამდე იყო ავსტრიული კომპანია „Sustainable Ukraine gemeinnützige Forschung GmbH“-ის ოფიციალური მმართველი[12].
  • რძალი, ლილია აზაროვა, (ქალიშვილობისას ფახტულინა, დ. 1976 წ.), ავსტრიელი მეწარმე და გამომცემელი. მის მფლობელობაშია ჟურნალ „Vienna Deluxe Magazine“-ის 50% წილი და სამხატვრო გალერეა ვენაში.
    • შვილიშვილები: დარი (დ. 2002 წ.), ალიონა (დ. 2007 წ.), მიკოლა (დ. 2010 წ.)
  • დედა, ეკატერინა კვასნიკოვა 2010 წლამდე ცხოვრობდა კალუგაში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 მიკოლა აზაროვი. ბიოგრაფია.
  2. დოკუმენტების ეროვნული საცავი.
  3. აზაროვი ნახევრად ესტონელი აღმოჩნდა.
  4. პოზნერის გადაცემა. სტუმრად სტუდიაში — მიკოლა აზაროვი
  5. პახლო-მურლანი და კომპანია
  6. აზაროვი ბებიის გვარზეა
  7. უკრაინაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო მოძრაობა „ახალი უკრაინა"
  8. აზაროვი რეგიონალების შტაბს უხელმძღვანელებს
  9. სკანდალების ახლი ტალღა
  10. უკრაინამ მთავრობის დადგენილებით ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
  11. [ფილოლოგმა არ იცის, როგორ ასწავლოს აზაროვს უკრაინული ენა. http://gazeta.ua/ru/articles/chistota-movlennya/_filolog-aleksandr-ponomarev-ne-znaet-kak-nauchit-azarova-ukrainskomu-yazyku/509396]
  12. [http://www.newsbalt.ru/detail/?ID=19391 ნიკოლაი აზაროვის ბიოგრაფია. ოჯახი.]