პედრო ანტონიო დე ალარკონი
| პედრო ანტონიო დე ალარკონი Pedro Antonio de Alarcón |
|
|---|---|
[[ფაილი: |frameless|alt=]] |
|
| დაბადების თარიღი | 1833 |
| დაბადების ადგილი | გაუდიქსი, გრანადა |
| გარდაცვალების თარიღი | 1891 |
| საქმიანობა | ნოველისტი, იუმორისტი |
| ეროვნება | ესპანელი |
| თემატიკა | რომანტიკული |
| Magnum opus | სამკუთხა ქუდი |
პედრო ანტონიო დე ალარკონი (ესპ. Pedro Antonio de Alarcón; დ. 1833 - გ. 1891) - ესპანელი ნოველისტი, იუმორისტი. იგი არის ნოველის "სამკუთხა ქუდის" ავტორი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ალარკონი დაიბადა გაუდიქსში, გრანადის პროვინციაში. იყო ე.წ მეოთხე რევოლუციის მონაწილე (1854), იბრძოდა გრანადის ბარიკადებზე. შემდეგში რევოლუციურ მოძრაობას ჩამოშორდა და გახდა მონარქისტი. ლიტერატურული მოღვაწეობა რომანტიკული ხასიათის ლექსებით დაიწყო. ალარკონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ნოველის სამი კრებული: "ნაციონალური ისტორიკოსი" (1881), "დაუჯერებელი მოთხრობები" (1882) და "საფრფიალო მოთხრობები" (1883).
ალარკონის ერთ-ერთი საუკეთესო ნოველაა "სამკუთხა ქუდი" (1874). მწერალი ხატავს XIX საუკუნის ესპანეთის იუმორით აღსავსე მართალ სურათებს, სადაც დაბალი წრის პატიოსანი ხალხი იმარჯვებს ამპარტავან არისტოკრატებზე. ალარკონი ამ ნოველაში აგრძელებს ესპანური ლიტერატურის კლასიკური პერიოდის დემოკრატიულ ტრადიციებს. უკანასკნელ ხანს დაწერილ რომანებში: "სკანდალი" (1875), "პატარა ბურთი (1880) და "მეძავი ქალი" (1882) ქადაგებს კათოლიკურ იდეებს და გამოდის ყოველგვარი თავისუფლებისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ.
სტატიის 