პანიპატის ბრძოლა (1556)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პანიპატის ბრძოლა.
სამრატ ჰემ ჩანდრა ვიკრამადიტია პანიპატის მეორე ბრძოლის წინ

პანიპატის მეორე ბრძოლა — გადამწყვეტი ბრძოლა სამრატ ჰემ ჩანდრა ვიკრამადიტიას (რომელიც ცნობილია სახელით ჰემუ), ჩრდილოეთ ინდოეთის მმართველს დელიდან, ინდუსთა მეფეს და აქბარის არმიას შორის 1556 წლის 5 ნოემბერს.

წინარე ისტორია[რედაქტირება]

სამრატ ჰემ ჩანდრა ვიკრამადიტია ბრძოლის წინ მართავდა ჩრდილოეთ ინდოეთს. 1556 წელის 24 იანვარს გარდაიცვალა მოგოლთა მმართველი ჰუმაიონი. მისი მემკვიდრე აქბარი იმყოფებოდა კალანაურში (თანამედროვე ინდოეთის პენჯაბის შტატი). მაშინ ის მხოლოდ 13 წლისა იყო. 14 თებერვალს შედგა აქბარის მეფედ კურთხევა. ამ დროისთვის მოგოლები ფლობდნენ ქაბულს, ყანდაარს, დელის ნაწილს, პენჯაბს. სამრატ ჰემ ჩანდრა ვიკრამადიტიამ იგივე ჰემუმ წამოიწყო ბრძოლები ინდოეთის გაერთიანებისთვის მათ შორის დელისთვის. რამდენიმე ბრძოლაში წარმატებასაც მიაღწია და ჩრდილოეთ ინდოეთის დიდი ნაწილი გააერთიანა. ჰემუს უზარმაზარი არმია ჰყავდა. 1556 წლის 6 ოქტომბერს მან გააფთრებული შეტევით ხელში ჩაიგდო დელი. 3 000 მოგოლი დაიღუპა ბრძოლის ველზე. ამის შემდეგ სამრატმა რამდენიმე რეფორმა გაატარა ჯარში და მოემზადა ქაბულზე შეტევისთვის.

ბრძოლა[რედაქტირება]

ბევრი მოგოლი გენერალი აქბარს ურჩვედა უკან დაეხია, მაგრამ მისმა მეურვემ და დიდმა მხედართმთავარმა ბაირამ ხანმა ომის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. აქბარის ჯარი დაიძრა დელისკენ. 5 ნოემბერს მეომარი მხარეები შეიკრიბნენ ისტორიულ პანიპატის ველზე, სადაც 30 წლის წინ აქბარის ბაბუამ ბაბურმა სასტიკად დაამარცხა იბრაჰიმ ლოდის ჯარები ცნობილ პანიპატის პირველ ბრძოლაში. აქბარსა და მის მეურვე ბაირამ ხანს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი განლაგებული იყვნენ ბრძოლის ველიდან 5-8 მილის მოშორებით. და თან ახლდათ 5000 სპეციალურად გაწვრთნილი და ყველაზე ერთგული პირადი მცველი ჯარი. იმ შემთხვევაში, თუ მოგოლთა არმია ბრძოლის ველზე განადგურდებოდა, სიცოცხლის გადასარჩენად გვარდიას მეფე-ბავშვი სასწარაფოდ ქაბულში უნდა გაეყვანა. ჰემუს 1500 საბრძოლო სპილო ჰყავდა გამოყვანილი ბრძოლის ველზე. მისი ჯარი საუცხოოდ იყო დაწყობილი, საარტილერიო პოლკის ნაწილები, 30 000 საუკეთესო ცხენოსანი ჯარი, რაჯპუტანები და ავღანელები... იმისთვის, რომ თავდადებით ებრძოლათ, ჰემუმ გახსნა თავისი სალაროები. ავღანელებს საჩუქრად დაურიგა მიწები. ის დიდ იმედებს ამყარებდა საბრძოლო სპილოებზე. შეიქმნა სისხლისმღვრელი ბრძოლა. მოგოლთა ჯარი 10 000 ცხენოსნისგან შედგებოდა. აქედან 5 000 გამოცდილი ვეტერანი წინ მიუძღოდა ჯარს. არაერთხელ გადაქელეს ჰემუს სპილოებმა აქბარის არმიის ხაზები. თითქოს ჰემუ იყო გამარჯვებული ბრძოლაში, მაგრამ მოულოდნელად ის უგუნოდ დაეცა თავგაჩეხილი. არმიაში სწრაფად გავრცელდა ხმა, რომ მეთაური მოუკლეს. ჰემუს ჯარი დაიბნა, აირია და საბოლოოდ დამარცხდა.

ბრძოლის შემდგომ[რედაქტირება]

პანიპატის მეორე ბრძოლის მემორიალი. დადგმულია ბრძოლის ველზე.

ჰემუს თავის ქალა გაიგზავნა ქაბულში, ხოლო ტანი დელიში მოწინააღმდეგეთა დასაშინებლად. მრავალი წლის მანძილზე ბაირამ ხანის ბრძანებით მიმდინარეობდა მშვიდობიან ინდუს მოქალაქეთა გენოციდი. ჰემუს ნათესავები და ავღანელი მხარდამჭერები დაიჭირეს და თავები მოჰკვეთეს.... აქბარმა ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად აიღო დელი და აგრა. პანიპატის მეორე ბრძოლაში 1556 წელს აქბარის გამარჯვება იყო დიდ მოგოლთა იმპერიის რეალური სიძლიერის დასაწყისი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]