პანიპატის ბრძოლა (1761)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდოეთი პანიპატის მესამე ბრძოლამდე. 1758 წელს
პანიპატის მესამე ბრძოლა

პანიპატის მესამე ბრძოლა — ბრძოლა 1761 წლის 14 იანვარს, ქალაქ დელის ჩრდილოეთით, დაახლოებით 95,5 კმ. მანძილზე. ბრძოლა შედგა მარატჰების იმპერიასა და კოალიციას — ავღანეთის მეფე აჰმად შაჰ დურანსა და მის ორ მაჰმადიან ინდოელ მოკავშირეს შორის. ავღანელთა და როქსილთაგან ბრძოლას სათავეში ედგნენ აჰმად შაჰ დურანი და ნაჯიბ ად დაულა — ორივე ეთნიკურად პუშტუნი. ეს ბრძოლა ითვლება მე-18 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლად, რომელშიც ერთი დღის მანძილზე გარდაცვლილთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა არმიათა შორის კლასიკურ ომში.


ისტორია[რედაქტირება]

პანიპატის მესამე ბრძოლის მემორიალი
მარატჰი ჯარისკაცი. 1813 წლის გრავიურა.

დიდ მოგოლთა იმპერიის დაცემიდან 27 წლის მანძილზე 1680 წლიდან 1707 წლამდე მიმდინარეობდა მოგოლ-მარატჰების ბრძოლა, რომელთა შედეგად მარატჰების იმპერია სწრაფად გაიზარდა. პეშვა ბაჯი რაოს ძალისხმევით 1737 წლამდე დიდ მოგოლთა ძველი სამფლობელოების დიდი ნაწილი დელითურთ მარატჰების კონტროლის ქვეშ მოექცა. ბაჯი რაოს ვაჟმა, ბალაი ბაჯი რაომ (ხალხში ცნობილმა სახელით ნანა საჰიბი) — შეიჭრა რა პენჯაბში 1758 წელს, შეძლო ტერიტორიების კიდევ უფრო გაფართოება. ამან მარატჰები მიიყვანა დურანის იმპერიასთან პირდაპირ კონფრონტაციამდე, რომელსაც მაშინ სათავეში ედგა აჰმად შაჰ აბდალა. 1759 წელს აჰმად შაჰმა შეკრიბა არმია პუშტუნური ტომებისაგან და პენჯაბში შეიჭრა. მარატჰების მცირერიცხოვან გარნიზონებთან ბრძოლაში რამდენიმე წარმატებასაც მიაღწია. ამი შემდეგ აჰმად შაჰი შეუერთდა თავის მოკავშირე ავღანელ როქსილებს, რომლებიც იმ დროისთვის ცხოვრობდნენ ინდოეთში. ასე შედგა მარატჰების წინააღმდეგ ფართო კოალიცია. კოალიციის შექმნას მარატჰები სალაშვრაო ბრაოს ბრძანებით 45 000- დან 60 000 - მდე არმიის შექმნით გამოეხმაურნენ. არმიას ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზაზე თან ახლდა 200 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის მრავალი მომლოცველი იყო, რომელიც მიემგზავრებოდა ჩრდილოეთში ინდუსთა წმინდა ადგილების მოსალოცად. მარატჰებმა ჩრდილოეთისაკენ მსვლელობა დაიწყეს 1760 წლის 14 მარტს. ორივე მეომარი მხარე ცდილობდა მიეღო ნავაბ შუჯა უდ-დაულას მხარდაჭერა. ივლისის ბოლოს შუჯა უდ-დაულამ მიიღო გადაწყვეტილება შეერთებოდა ავღან-როქსილების არმიას, როგორც "ისლამის არმიას". ეს მარატჰებისთვის უმსხვილესი სტრატეგიული დანაკარგი იყო,. ამათ დაკარგეს ინდოეთის ჩრდილოეთში ხანგრძლივად ყოფნისთვის საჭირო ფულადი რესურსები. ასევე, საეჭვოა, რომ რესურსები ჰქონოდა ავღან-როქსილთა კოალიციას შუჯა უდ-დაულას მხარდაჭერის გარეშე მარატჰებთან კონფლიქტის გასაგრძელებლად. მარატჰების ნელა მოძრავმა არმიამ ბოლოსდაბოლოს, მიაღწია დელის 1760 წლის 1 აგვისტოს და მეორე დღეს აიღო ქალაქი. აქ მდინარე ჯამუნას ნაპირებთან მარატჰები ალყაში მოაქციეს. იმ დროის ყველა ქრონიკის თანახმად, მარატჰების ბანაკში დაახლოებით დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში გამოილია საკვები. 13 იანვარს მარატჰების ხელმძღვანელებმა სთხოვეს თავიანთ მეთაურს, სადაშივ ბრაოს— მიეცა მათთვის შესაძლებლობა დახოცილიყვნენ ომში , ვიდრე შიმშილით მომკვდარიყვნენ. მეორე დღეს მარატჰებმა დატოვეს ბანაკი და გადაინაცვლეს სამხრეთით. ავღანელთა ბანაკისკენ სასომიხდილი ჯარისკაცები მიდიოდნენ, რომ გაერღვიათ ბლოკადა. ერთმანეთს პირისპირ შდადგა ორი არმია. ბრძოლა დაიწყო დილის 8:00 სთ. და გვიან საღამომდე გაგრძელდა. კონკრეტული ბრძოლის ადგილები სადაოა, მაგრამ ისტორიკოსთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს მოხდა სადღაც თანამედროვე კაალაა აამბისა და სანაულის გზაზე. ბრძოლა მიმდინარეობდა რამდენიმე დღე და მასში მონაწილეობდა დაახლოებით 125 ათასი სამხედრო მოსამსახურე. დანაკარგის რაოდენობა ისტორიკოსთათვის ასევე სადაოა, თუმცა ითვლება, რომ უშუალოდ ბრძოლაში დაიღუპა 60 000 - 70 000 ადამიანი. საუკეთესო თვითმხილველის — შუჯა უდ-დაულას დივანის კაშა რაჯას ქრონიკის მიხედვით, მარტო ბრძოლის მეორე დღეს დაახლოებით 40 000 მარატჰი ტყვე იქნა დაუნდობლად მოკლული. იგივეს ადასტურებს იმავე პერიოდის სხვა ავტორთა წყაროებიც. შედეგად, მარატჰების შემდგომი ექსპანსია ჩრდილოეთით შეწყდა დაახლოებით 10 წელიწადი. ამ პერიოდის მანძილზე მარატჰების მმართველი იყო პეშვა მადჰავრაო, რომელსაც მიაწერენ მარატჰების სახელმწიფოს აღორძინებას პანიპატში განცდილი კრახის შემდეგ. 1771 წელს 10 წლის თავზე მან მარატჰების დიდი არმია გაგზავნა ჩრდილოეთ ინდოეთში ექსპედიციაში, რომელსაც უნდა აღედგინა წესრიგი და მარატჰების ძველი პოზიციები ჩრდილოეთ ინდოეთში. არმიას უნდა დაესაჯა სეპარატისტები, ისეთები, როგორიც ავღანელთა მხარეს გადავიდნენ ბრძოლის დროს, მაგალითად, როქსილები და ისეთები, რომლებმაც პანიპატის ბრძოლის შემდეგ გადაიგდეს მარატჰების უღელი და თავისუფლებას მიაღწიეს. ამ კამპანიის წარმატება განვიხილება, როგორც პანიპატთან ბრძოლის გრძელი ისტორიის უკანასკნელი საგა.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]




რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • [Black, Джереми (2002) Warfare в восемнадцатом веке (История Cassell о войне) (мягкая обложка — 25 Июл 2002) ISBN 0-304-36212-3]
  • [Война слонов Автор: Константин Носов, ISBN 978-1-84603-268-4]
  • [Чандра, Сатиш (2004). «Позже Моголов». Средневековая Индия: от султаната в части Моголов — II . Хар-Ананда. ISBN 81-241-1066-2 .]
  • [Рао, С. «Гуляя по улицам Panipat».]
  • ენციკლოპედია ბრიტანიკა