პამპის ბალახი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პამპის ბალახი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Cortaderia selloana | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
პამპის ბალახი, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum), მრავალწლოვანი ორსახლიანი, დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. ღეროების სიმაღლე 2-3 მ აღწევს. გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს. ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში. ყვავილობს შემოდგომაზე. დეკორატიულია. კულტივირებულია დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მოშენებულია დასავლეთ ამიერკავკასიაში. სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 656, თბ., 1984 წელი.