პამა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პამა
ლენტისებრი კრაიტი ანუ პამა (Bungarus fasciatus)
ლენტისებრი კრაიტი ანუ პამა (Bungarus fasciatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: ასპიტისებრნი
გვარი: კრაიტი
სახეობა: პამა
ლათინური სახელი
Bungarus fasciatus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


პამა (ლათ. Bungarus fasciatus; იგივე ლენტისებრი კრაიტი) — შხამიანი გველი ასპიტისებრთა ოჯახისა.

პამა კრაიტების გვარის ტიპიური წარმომადგენელია. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ბირმაში, სამხრეთ ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ზონდის კუნძულებზე. ზრდასრული გველი 150-180 სმ აღწევს, ყვითელი და შავი ზოლების მონაცვლეობით. ცხოვრობს როგორც მშრალ, ისე საშუალო სინესტის ადგილებში, მაგრამ აუცილებლად სოროში, ბუჩქებში ან სხვა სახის სამალავში. ხშირად გვხვდება სახლებსა და ეზოებში. ჩვეულებრივ არ იკბინება, არამედ რგოლებად ახვევს სხეულს, თავს კი შიგ მალავს. მხოლოდ ძლიერი გაღიზიანება აიძულებს შხამის გამოყენებას. ღამე კი საკმარისად სახიფათოა. როგორც ყველა სხვა კრაიტი, ისიც კბენის დროს მსხვერპლს კბილებით ეჭიდება და რამდენიმეჯერ ახდენს ყბების მოჭერას. პამას შხამი რამდენიმე წუთში კლავს გველგესლას, როდესაც გველგესლას ნაკბენი მისთვის უვნებელია.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პამა&oldid=2652100“-დან