ასპიტისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასპიტისებრნი
ეგვიპტური კობრა ანუ გაია (Naja haje)
ეგვიპტური კობრა ანუ გაია (Naja haje)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ასპიტისებრნი
ლათინური სახელი
Elapidae

ასპიტისებრნი (ბერძ. aspis „შხამიანი გველი“, ლათ. Elapidae) — გველების ოჯახი. ზედა ყბის წინა ნაწილში აქვთ ღარიანი შხამიანი კბილები. ყველა სახეობა ძლიერ შხამიანია. შხამი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და იწვევს სუნთქვის ცენტრის დამბლას. ოჯახი აერთიანებს 41 გვარს 181 სახეობით. გავრცელებული არიან ავსტრალიაში, სამხრეთ აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ბინადრობენ მიწაზე. იშვიათად ხეებზე. იკვებებიან ბაყაყებით, ხვლიკებით, პატარა ფრინველებით, მღრღნელებით, აგრეთვე სხვა სახეობის გველებით. ასპიტისებრნთა უმრავლესობა ცოცხლადმშობია. აღსანიშნავია გვარები: კობრა (Naja) — გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ აზიაში; გვარი იქედნე (Pseudechis) — გავრცელებულია ავსტრალიაში, კრაიტი (Bungarus) — აზიაში, მამბა (Dendraspis) — აფრიკაში, მარჯნისფერი ასპიტები (Micrurus) — ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]