კრაიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრაიტი
ლენტისებრი კრაიტი ანუ პამა (Bungarus fasciatus)
ლენტისებრი კრაიტი ანუ პამა (Bungarus fasciatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: ასპიტისებრნი
გვარი: კრაიტი
ლათინური სახელი
Bungarus

კრაიტი ანუ ბუნგარები (ლათ. Bungarus) — შხამიანი გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. ხერხემლის გასწვრივ მოზრდილი ქერცლები გასდევს. გვარში 12 სახეობაა. გავრცელებულნი არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანიდან, ინდოეთის გავლით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მალაის არქიპელაგამდე. საშუალო ზომის გველები (1,5 მ-მდე), მომრგვალო, ბლაგვი თავით. სხეული ბოლოვდება მოკლე კუდით. ზურგის გასწვრივ გააჩნიათ კილი, რომელიც წარმოქმნილია ექვსკუთხა ქერცლებისაგან. შხამიანი კბილები არც თუ ისე დიდი აქვთ. მათ შემდეგ გააჩნიათ 1-3 კბილი. ყველა სახეობა ეწევა ღამის ცხოვრებას. დღის განმავლობაში იმალებიან. ხშირად ეწევიან მთხრელ ცხოვრების წესს. ამ მხრივ წარმოადგენენ გარდამავალ რგოლს კობრებსა და მთხრელ ფორმებს შორის. საკვებს შეადგენს: პატარა გველები, ხვლიკები, წვრილი ხერხემლიანები. შხამს გააჩნია ნეირო-ტოქსიური მოქმედება. კვერცხმდები ფორმებია. მდედრი იცავს კვერცხებს გამოჩეკვამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]