ოსტაშკოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნილოვის მონასტერი. პროკუდინ-გორსკის ფოტო, 1910.

ოსტაშკოვი (რუს.: Оста́шков) – ქალაქი ტვერის ოლქში, რუსეთი, 199 კმ-ში ტვერიდან. მდებარეობს ტბა სელიგერის სამხრეთ სანაპიროზე. მოსახლეობა: 20,660 (2002 აღწერა).

კლიხენის კუნძული პირველად ნახსენებია ლიტვის დიდი ჰერცოგი ალგირდასის წერილში კონსტანტინოპოლის პატრიარქთან 1371 წელს. რამდენიმე წლით გვიან კუნძული ნოვგოროდელმა ყაჩაღებმა დაარბიეს. კლიხენის გადარჩენილი ორი მცხოვრები ოსტაშკო და ტიმოფეი მთავარ ნაპირზე გადავიდნენ და სოფლები ოსტაშკოვო და ფიმოფეევო დააფუძნეს, შესაბამისად. პირველი ეკუთვნოდა მოსკოვის პატრიარქს, მეორე კი - ვოლოკოლამსკის მონასტერს. 1770 წელს ორივე სოფელი გაერთიანდა ერთ ქალაქ ოსტაშკოვში.

ამჟამად ოსტაშკოვი რუსეთის ერთ-ერთი ულამაზეს პროვინციულ ქალაქად მიიჩნევა. მისი მთავარი ქუჩები ნეოკლასიკურ სტილშია განლაგებული ივან სტაროვის გეგმის მიხედვით (1772). ადგილობრივ ღირშესანიშნაობათა შორისაა ამაღლების ეკლესია (1689), სამების საკათედრო ტაძარი (1697), ზეციური ნიშნის მონასტერი (1673-1880) და მე-18 საუკუნის შუა წლების ჟიტნის მამათა საკნები. ქალაქის სასიამოვნო არქიტექტურისა და ტბის ნაპირას მიმზიდველი მდებარეობის გამო ოსტაშკოვო დასავლეთ რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული დასასვენებელი და დასათვალიერებელი ადგილია.

განთქმული ნილოვის მონასტერი მდებარეობს სტოლბნის კუნძულზე, ოსტაშკოვიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში. ამ ადგილას მდებარეობდა ნკვდ-ს სპეციალური ბანაკი, სადაც დაახ. 6300 პოლონელი ტყვე ჰყავდა დამწყვდეული ტვერში მათი წამებით სიკვდილით დასჯამდე (ცნობილი როგორც კატინის ხოცვა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]