ორიქსები (ლათ.Oryx) — წყვილჩლიქოსანთა გვარი ცხენისებრი ანტილოპების ქვეოჯახისა. მაღალფეხიანი კოხტა ცხოველებია, რომელთა სიმაღლე მინდაოში 120-140 სმ, მასა 200 კგ აღწევს. აქვთ გრძელი (ზოგჯერ 1 მ-ზე მეტი), სწორი ან რკალისებრ მოხრილი წვეტიანი რქები. გვარში 4 სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია საჰარაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთში. ბინადრობენ პატარ-პატარა ჯგუფებად. იკვებებიან უდაბნოს ბალახეულითა და ბუჩქებით. ნადირობის ობიექტია. მოიცავს ოთხ სახეობას და მათ ქვესახეობებს: