ორესტიასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორესტიასი
ორესტიასის ტბა
ორესტიასის ტბა
კოორდინატები: 40°30′54″ ჩ. გ. 21°18′00″ ა. გ. / 40.51500° ჩ. გ. 21.30000° ა. გ. / 40.51500; 21.30000
მდებარეობა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 625-630 
ფართობი 28 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 10 

ორესტიასი მდებარეობა საბერძნეთი

Blue pog.svg

ორესტიასი (ორესტიდა[1]) ან კასტორიის ტბა (ბერძნ. Λίμνη Ορεστιάδα) — ტბა საბერძნეთში. მდებარეობს ვერნონის მთების მთისძირში, ზღვის დონიდან 625-630 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 28 კმ², წყლის მოცულობა დაახლოებით 100 მლნ. მ³. ტბის დასავლეთ ნაწილში განლაგებულია ტბაში ღრმად შეჭრილი ნახევარკუნძული, რომელზედაც გაშენებულია ქალაქი კასტორია. უდიდესი სიღრმე 10 მ. ტბას ერთვის 9 მცირე მდინარე. მიჩნეულია, რომ ტბა მიოცენში წარმოიქმნა, დაახლოებით 10 მლნ. წლის წინ. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შეჭრილი ნახევარკუნძულები ტბას ორ ნაწილად ყოფენ: ჩრდილოეთ (დიდ) და სამხრეთ (პატარა) ნაწილებად. მდიდარია ტბის გარშემო არსებული ფლორა და ფაუნა. ტბის სანაპიროზე გაშენებულია ეკლესია. განვითარებულია ტურიზმი.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]