ომის ღმერთი (თამაში)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის ღმერთი (ინგლ. God Of War) — სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში. პირველად გამოშვებული იქნა Sony Computer Entertainment-ის მიერ კომპიუტერ Sony PlayStation 2-ისათვის, 2005 წლის მარტში. თამაში შეიქმნა Santa Monica Studio-ს მიერ. 2009 წელს თამაში ხელახლა დაიწერა, ამჯერად, Sony PlayStation 3-ისათვის.

თამაში დაფუძნებულია ბერძნულ მითოლოგიაზე, სადაც მთავარი გმირია „კრატოსი“. ეს უკანასკნელი ემსახურება ღმერთებს, ცდილობს პანდორას ყუთის გახსნით შეაჩეროს ომის ღმერთი არესი, რომელიც განადგურებას უპირებს ქალაქ ათენს.

თამაშის პროცესი[რედაქტირება]

თამაშის განმავლობაში მთავარი გმირი მოქმედებს ბრძოლის ილეთებით და თავსატეხების გამოცნობით. თამაშის განმავლობაში მოთამაშეს ხვდება უამრავი ტესტი, ლაბირინთი, რათა მიაღწიოს თავის მიზანს. თამაშის განმავლობაში კრატოსი იყენებს ორ ძირითად იარაღს: „ქაოსის ხმლებს“ თამაშის დასაწყისში და „არტემიდას ხმლებს“, რომელსაც უკვე თამაშის განმავლობაში იძენს. თამაშის განმავლობაში მთავარი გმირი იძენს მაგიასაც, რომელსაც ბრძოლისას იყენებს. თამაშის განმავლობაში კრატოსი იყენებს სხვადასხვა ღმერთის კუთვნილ იარაღებსაც, მაგალითად მედუზას თავს, პოსეიდონის სამკაპს, ჰადესის არმიას, ჰელიოსის მზის ძალას და სხვას.

სიცოცხლის და მაგიის დონის მომატება შესაძლებელია თამაშის განმავლობაში, მედუზა გორგონას თვალის, მინოტავრის რქის და ფენიქსის ფრთის პოვნის შედეგად. იარაღის საბრძოლო ილეთების გაძლიერება შესაძლებელია „წითელი სფეროების“ დახმარებით, რომლებსაც იძენს მთავარი გმირი კრატოსი ბრძოლის დროს და ასევე სკივრების დახმარებით რომლებშიც შენახულია „წითელი სფეროები“.

თამაშის მთავარი გმირი „კრატოსი“[რედაქტირება]

კრატოსი მეომარია, რომელიც ემსახურება ომის ღმერთს, არესს. არესი გადასცემს მას „ქაოსის ხმლებს“, რომელიც გამზადებული მისთვის მიწის ქვეშეთში, „ტარტარში“. კრატოსი სპარტელია და თვითონ შესთხოვა არესს დახმარება, სანაცვლოდ კი თავისი სიცოცხლე შესწირა. არესმა მისი თხოვნა შეისმინა და ამის შემდეგ ხდება კრატოსი არესის არმიის წინამძღოლი.

კრატოსი ემსახურებოდა არესს ერთგულად, თუმცა ქალაქ ათენზე შეტევის დროს, როდესაც ღმერთი შემთხვევით კრატოსის ცოლ-შვილს დახოცავს, გადაწყვეტს შურისძიებას. იგი წინასწარმეტყველის რჩევის მიხედვით ეძებს პანდორას ყუთს, რომლის გახსნის შემდეგ კრატოსი შეიძენს ძალას და იგი შეძლებს უკვე ღმერთის მოკვლას. პანდორას ყუთი შენახულია ტაძარში და ის ზურგზე აქვს დაბმული ზევსის მამას, ტიტან კრონოსს. სამი დღის მოგზაურობის შემდეგ დაკარგული სულების უდაბნოში, კრატოსი ხსნის პანდორას ყუთს და იძენს ძალას, რომელიც უწინასწარმეტყველეს და კლავს არესს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]