პანდორას ყუთი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანდორას ყუთი — ყოველმხრივ უბედურებათა წყარო (პანდორე–სიტყვასიტყვით ყოველმხრივ დაჯილდოვებულს ნიშნავს).

[რედაქტირება] ისტორია

პრომეთეზე განრისხებულმა ზევსმა უბრძანა ჰეპესტოს, შეემქნა ქალი პანდორა, როგორც კაცობრიობის სასჯელი. ჰეფესტომ მიწისა და წყლისგან შექმნა არსება,რომელსაც ქალღმერთის გარეგნობა და ადამიანის ხმა ჰქონდა,ქალღმერთმა აფროდიტემ პანდორას სინარნარე და მომხიბვლელობა დაანათლა;ჰერმესმა–ეშმაკობა და ვერაგობა;ათენა პალადამ კი ხელსაქმე ასწავლა. პრომეთე გრძნობდა რა მოახლოებულ საშიშროებას, გააფრთხილა თავისი ძმა ეპიმეთევსი, არ მიეღო საჩუქარი ზევსისგან. მიუხედავად პრომეთეს გაფრთხილებისა, ეპიმეთევსმა ცოლად მოიყვანა პანდორა. ზევსმა საჩუქრად მისცა პანდორას დახურული ყუთი და გააფრხილა, რომ არ გაეხსნა, მაგრამ ვინაიდან ღმერთებმა პანდორას ცნობისმოყვარეობაც დაანათლეს, მან ძალაუნებურად გახსნა ყუთი. გახსნა რა ყუთი, ამოფრინდა ყველანაირი ბოროტება, სიავე, ავადმყოფობა და გავრცელდა მთელს მსოფლიოში. შეშინებულმა პანდორამ ყუთი დახურა და ერთადერთი რაც ყუთში დარჩა, აღმოჩნდა იმედი. ამის შემდეგ ბოლო მოეღო ადამიანთა უდარდელ და ბედნიერ ცხოვრებას. სწორედ აქედან წარმოიშვა და გავრცელდა გამოთქმა – “პანდორას ყუთი“, რომელიც ყოველგვარ უბედურებათა წყაროს ნიშნავს.

პირადი ხელსაწყოები